ჩიჩილაკი - საახალწლო ნაძვის ხე ქართულად

გამოწერა

თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში გამოჩნდნენ ჩიჩილაკის გამყიფველები — ეს მორთული თეთრი ხეა, ხელით დამუშავებული. ჩიჩილაკი ახალი წლის ქართული სიმბოლოა.

ჩიჩილაკი, ტრადიციისამებრ, თხილის ხისგან მზადდება. ამისათვის მას ერთი ბოლოდან თლიან, რის შედეგადაც ხვეული ფაფუკი ვარჯი წარმოიქმნება. როდესაც ძირითადი სამუშაო სრულდება, პატარა ხეს კანფეტებითა და ხილით რთავენ.

საახალწლო დღესასწაულებზე საქართველოში ჩიჩილაკს საზეიმო სუფრაზე დგამენ ტკბილეულის ლანგართან, ჩურჩხელებთან და გოზინაყთან ერთად.

დღესასწაულების დასრულების შემდეგ ჩიჩილაკს წვავენ, ფერფლს კი ქარს ატანენ. ეს სიმბოლურად გასული წლის უბედურებისა და გასაჭირის მოშორების ნიშნად კეთდება.

ყველა ახალი ამბავი
0