თბილისის ცენტრში საახალწლო სოფელი გაშენდა

გამოწერა

საახალწლო სამზადისთან დაკავშირებით ვარდების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.

ვარდების მოედანზე გაშენდება საახალწლო სოფელი ბავშვებისათვის და უფროსებისათვის, ასევე ყინულის არენა.

მონტაჟის სამუშაოებთან დაკავშირებით თბილისის ცენტრში მოძრაობის სქემა დროებით შეიცვალა, რამაც მიმდებარე ქუჩებზე საცობები გამოიწვია.

წინასაახალწლო დღეებში თბილისის ქუჩებში საგრძნობლად გაიზარდა მანქანების რაოდენობა, ტრანსპორტის მოძრაობა გართულებულია იმ ქუჩებზე, რომლებიც ქალაქის დიდ ბაზრებთან და სავაჭრო ცენტრებთან გადის.

ყველა ახალი ამბავი
0