წინასაახალწლოდ თბილისელი მსმენელის წინაშე ჯაზის ვარსკვლავები წარდგნენ

გამოწერა

თბილისის კონსერვატორიაში "საახალწლო მუსიკალური დღესასწაულების" პროგრამის ფარგლებში "ჯაზის საღამო" გაიმართა.

თბილისის პუბლიკის წინაშე წარსდგნენ მსოფლიოში ცნობილი მუსიკოსები — ჯეფ ბალარდის ტრიო კევინ ჰეისისა და მეტ ბრიუერის მონაწილეობით.

როგორც საღამოს ორგანიზატორები აცხადებენ, ისინი ძალიან კმაყოფილები არიან შემდგარი ღონისძიებით და იმით, რომ საღამომ აუდიტორიის დიდი ინტერესი გამოიწვია.

ახალი წლის წინ თბილისის კონსერვატორიამ თბილისელებისათვის და დედაქალაქის სტუმრებისათვის კიდევ რამდენიმე საინტერესო მუსიკალური მოვლენა მოამზადა.

ყველა ახალი ამბავი
0