ბენქსი 7 ევროდ, ანუ როგორ დაეხმარა ქუჩის მხატვარი მიგრანტებს ფულის შოვნაში

გამოწერა

საფრანგეთის ქალაქ კალეს მიგრანტების ბანაკის ბინადრებმა ჟურნალისტებს ქუჩის ცნობილი მხატვრის, ბენქსის ნამუშევარი უჩვენეს, რომელიც მათ კარვებთან ახლოს, კედელზე არის შესრულებული. გრაფიტის ნახვისათვის მათ დაახლოებით 7 ევროს გადახდა მოუწიათ.

გრაფიტიზე გამოსახურლია სტივ ჯობსი სირიელი ლტოლვილის სახით: მხარზე მოკიდებული ტომარით და Apple კომპიუტერით ხელში. ნახატის გვერდით არის წარწერა: "არავინ იმსახურებს ასე ხოვრებას".

როგორც სააგენტო Ruptly იუწყება, კალეს ბანაკში მცხოვრები მიგრანტები სტრიტ–არტის შემოქმედების ნახვის სანაცვლოდ ფულს ითხოვენ და მსურველებისგან დაახლოებით 7 ევროს იღებენ.

კალეში 7 ათასზე მეტი მიგრანტია, უმეტესობა სირიიდან და ავღანეთიდან, მათი მიზანია დიდ ბრიტანეთამდე მიღწევა და ახალი ცხოვრების დაწყება.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, მიმდინარე წელს უკეთესი და მშვიდი ცხოვრების ძიებაში ევროპაში 985 312 ლტოლვილი და მიგრანტი ჩავიდა. ყველაზე მეტი გადასახლებული მიიღო საბერძნეთმა – 800 ათასზე მეტი ადამიანი. ამასთან ევროპისკენ მიმავალ გზაზე დაიღუპა და უგზო–უკვლოდ დაიკარგა თითქმის 3,7 ათასი ადამიანი.

ყველა ახალი ამბავი
0