თურქმა დეპუტატმა ჟურნალისტებს ტერორისტებისთვის ზარინის მიწოდებაზე უამბო

გამოწერა

თურქეთის რესპუბლიკური სახალხო პარტიის დეპუტატმა ერენ ერდემმა RT-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2013 წელს თურქეთიდან "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებს ზარინის გაზი მიეწოდებოდათ, რომელიც ქიმიური იარაღის შესაქმელად გამოიყენება.

ანკარის გენერალურმა პროკურატურამ თურქეთის რესპუბლიკური პარტიის დეპუტატთან, ერდენ ერდემთან მიმართებაში გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც ტელეარხთან RT ინტერვიუში ჟურნალისტებს მან თურქეთიდან "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებისათვის ზარინის გაზის მიწოდეაზე ისაუბრა, რომელიც ქიმიური იარაღის შექმნისათვის გამოიყენება.

"ქიმიური იარაღისთვის განკუთვნილი მასალები შემოდიოდა თურქეთში, შემდეგ გადაეცედა სირიაში დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" ბანაკებს — მაშინ მათ იცნობდნენ "ალ–ქაიდას" სახელით ერაყში. ჩვენ გვაქვს ჩანაწერები, რომლებიც ამას ადასტურებენ", – ჟურნალისტებტან საუბარში განაცხადა დეპუტატმა.

მისი მოსაზრებით, დიდი შანსია იმისა, რომ 2013 წლის აგვისტოში გუთაში განხორციელებული ქიმიური შეტევები იმ მასალებით მოხდა, რომლებმაც თურქეთი გაიარა. ერდემს მიაჩნია, რომ ეს შემტევმა არმიამ ჩაიდინა, მაგრამ არა მთავრობამ.

"თარიღებიდან და საქმის დეტალებიდან გამომდინარე მიმაჩნია, რომ სირიის მთავრობას არ ქონდა ზარინის გაზი. რამდენადაც მე მესმის, ეს იყო შემტევი არმია, რომლებსაც ქონდათ ზარინი. ეს საქმე დაიხურა, რათა პასუხისმგებლობა სირიის მთავრობას დაკისრებოდა", – განაცხადა თურქმა პოლიტიკოსმა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ერდემს სამართალდამცავი ორგანოები სახელმწიფო ღალატში დებენ ბრალს. მას შეიძლება დეპუტატის ხელშეუხებლობაც ჩამოერთვას.

ყველა ახალი ამბავი
0