ბარონესა ფონ დრეიერს 100 წლის იუბილეზე რუსეთში ყვავილებით შეეგებნენ

გამოწერა

ბარონესა ირინა ვლადიმეროვნა ფორ დრეიერი, რომელმაც 95 წელი განდეგილად იცხოვრა და ნოემბერში მიიღო რუსეთის მოქალაქეობა, საკუთარი 100 წლის იუბილეზე რუსეთს ეწვია. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ ხვდებოდნენ ბარონესას აეროპორტში ყვავილებითა და კარავაითი.

ბარონესა ირინა ვლადიმეროვნა ფონ დრეიერი, რომელმაც გასულ თვეში რუსეთის მოქალაქეობა მიიღო, რუსეთში 15 დეკემბერს, საკუთარი 100 წლის იუბლეზე ჩავიდა.

როდესაც აეროპორტის თანამშრომელმა ირინა ფონ დრეიერს პასპორტი მოსთხოვა შესამოწმებლად, ბარონესამ ცრემლები ვერ შეიკავა.

"არ შემიძლია დავიჯერო, რომ რუსეთში ვარ", – დოკუმენტის ჩანთიდან ამოღებისას განაცხადა ფონ დრეიერმა.

საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ, ბარონესას და მის თანმხლებ შვილს, ბარონ ფომ ვიქტოროვიჩს, აეროპორტის თანამშრომლები ტრადიციულ "პურ–მარილით" შეეგებნენ.

"ყოველთვის მეგონა, რომ რუსეთში შევძლებდი წასვლას, მაგრამ ეს ძალიან რთული იყო. ახლა ბოლოს და ბოლო შევძელი რუსეთში ჩამოსვლა. ახლა უკვე მაქვს პასპორტი, ყველაფერი მაქვს. ახლა ყველაფერი უფრო მარტივია", – გაანცხადა ირინა ფონ დრეიერმა და ჟურნალისტებს საკუთარი პასპორტი წარმოუდგინა.

სამშაბათს ბარონესა ფონ დრეიერის ოჯახის წევრები მისი დაბადების დღის საზეიმოდ აღნიშვნას აპირებენ, მოგვიანებით კი ამავე კვირაში კი იუბილარს, რომლის გზაც სამშობლომდე 95 წლეს გრძელდებოდა, უჩვენებენ მშობლიურ ქალაქს. დაგეგმილია წითელი მოედნის ნახვა, "შელკუნჩიკზე" დიდი თეატრის სტუმრობა, საზოგადო მოღვაწეებთან შეხვედრა, მათ შორის ვალენტინა ტერეშკოვასა და ანატოლი კარპოვთან.

ირინა ფონ დრეიერი დაიბადა 1915 წლის 15 დეკემბერს მოსკოვში გენერალ–მაიორი ვლადიმერ ფონ დრეიერის ოჯახში. 1920 წლის 11 ნოემბერს მან ოჯახთან ერთად დატოვა რუსეთი და მათ მოქალაქეობა დაკარგეს. ფონ დრეიერები მოგზაურობდნენ მსოფლიოში და თავი საფრანგეთში დაიმკვიდრეს: ოჯახის უფროსმა გახსნა მაღაზია, ირინა კი კათოლიკე მონაზვნებთან განაწესეს სასწავლად. 1936 წელს პარიზში რუსული ჟურნალის "Иллюстрированная Россия" მიერ ჩატარებულ კონკურსზე "მის რუსეთი" გოგონამ მეორე ადგილი მოიპოვა.

2015 წლის ნოემბერში ცნობილი გახდა, რომ ირინა ფონ დრეიერმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების თხოვნით მიმართა. თვის ბოლოს სახელმწიფოს მეთაურმა შესაბამის ბრძანებას მოაწერა ხელი, ხოლო 13 დეკემბერს რისეთის ელჩმა საფრანგეთში ალექსანდრ ორლოვმა ბარონესას დოკუმენტი გადასცა.

ყველა ახალი ამბავი
0