"ნაყოფიერების რქა" რუსეთიდან: როგორ გამოიყურება ათასობით ბრილიანტით მორთული საათი

გამოწერა

საათი "ნაყოფიერების რქა", რომელსაც შემქმნელმა "მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი" უწოდა, დუბაიში გამოფენაზე წარმოადგინეს. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ გამოიყურება რუსი ავტორების ძვირფასი აქსესუარი და რას ამბობს მის შესახებ იუველირი.

რუსეთის საიუველირო სახლის მეთაურმა ვიქტორ მოისეიკინმა განაცხადა, რომ ინტერიერული საათი "ნაყოფიერებს რქის" დასამზადებლად მას კილოგრამზე მეტი ოქტო, 2 ათასზე მეტი ალმასი და 500–ზე მეტი საფირონი დასჭირდა. ნაწილი, სადაც მარგალიტია ინკრუსტირებული, ტრიალებს და დროს უჩვენებს.

"ჩვენ გვსურდა გვეჩვენებინა ქვის სილამაზე, ამ საათის ფერების სილამაზე. რაც შეეხება ღირებულებას, ეს საათი შეუფასებელია. მაგრამ ჩვენ მას ერთ მილიონ დოლარზე მეტად ვაფასებთ, იმიტომ, რომ თავადაც ვერ შევძლებთ მათ გამეორებას", – აღნიშნა მოისეიკინმა.

მწარმოებელთა თქმით, საათზე მუშაობა 10 წელიწადზე მეტხანს მიმდინარეობდა.

დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრში გამართულ გამოფენაზე, რომელიც 9–დან 13 დეკემბრის ჩათვლით მიმდინარეობს, 25 ქვეყნიდან ხელოვნების ნიმუშების 300–ზე მეტი ექსპონატია წარმოდგენილი.

ყველა ახალი ამბავი
0