ჩიკაგოელებმა „მატყუარა მერის“ გადადგომა მოითხოვეს

გამოწერა

ჩიკაგოში განახლდა საპროტესტო აქციები 2014 წელს პოლიციელების მიერ აფრო–ამერიკელი მოზარდის  დახვრეტასთან დაკავშირებით. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ქალაქის თავმა რამ ემანუელმა ბოდიში მოიხადა საქმის არასაკმარისი სისწრაფით გამოძიების გამო.

დემონსტრაციები ქალაქში გაიმართა პლაკატებით: „შენ ვის მხარეს ხარ?“, „მერი – მატყუარა“ და „გადადგეს რამი“.

ჩიკაგოს მერმა რამ ემანუელმა ცოტა ხნის წინ თანამდებობიდან გაათავისუფლა ქალაქის პოლიციის შეფი იმ სკანდალის გამო, რომელიც მკვლელობის სამხილების დამალვას უკავშირდებოდა. მან ამის გამო პრესკონფერენციაზე ბოდიში მოიხადა აქტივისტების წინაშე. საპროტესტო აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ბოდიშის მოხდა საკმარისი არ არის და მერის გადადგომას მოითხოვენ.

CNN–მა აჩვენა რამდენიმე ასეული ადამიანისგან შემდგარი საპროტესტო აქცია, რომლებიც ქუჩებში სკანდირებდნენ: „16 ტყვია და კვალის დაფარვა!“ მანამდე პოლიციამ 1 წლის დაგვიანებით გაავრცელა ვიდეო, რომელზეც ჩანს როგორ ესვრის პოლიციელი 17 წლის ლაკან მაცდონალდსს. ჩიკაგოს პოლიცია დიდი ხნის განმავლობაში ეწინააღმდეგებოდა ვიდეოს გამოქვეყნებას. როგორც კი პოლიციელს დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისათვის ბრალი წაუყენეს, დახვრეტის ამსახველი კადრები მაშინვე გამოქვეყნდა. 

ბოლო დროს აშშ–ში გახშირდა შავკანიანი ამერიკელების პოლიციელების მიერ დახვრეტის შემთხვევები. ამერიკელი საზოგადოების მღელვარება, სხვა შემთხვევებთან ერთად, ასევე გამოიწვია აფროამერიკელი ერიკ გარნერის დაღუპვამ, რომელიც ნიუ–იორკში დაკავებისას გაიგუდა, და მაიკლ ბრაუნის დახვრეტამ მისურის შტატში.

ყველა ახალი ამბავი
0