წითელმა ბურთებმა შიდსით დაავადებულთა მხარდამჭერი წერილები ჰაერში აიტაცა

გამოწერა

საცეკვაო ფლეშმობი და აივ-ინფექციეაზე ტესტირება ჩატარდა თბილისის ცენტრში შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ ცდილობდნენ აქციის ორგანიზატორები საზოგადოების ყურადღების შიდსით დაავადებულ ადამიანთა პრობლემებისკენ მიმართვას.

"დიდი ნაბიჯები შიდზე გამარჯვებისაკენ" — თბილისში მეტრო რუსთაველთან შიდსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, 1 დეკემბერს ამ ლოზუნქგით ჩაიარა საზოგადოებრივმა აქციამ.

მონაწილეებმა დადგეს საცეკვაო ფლეშმობი, რათა შიდსით დაავადებულთა პრობლემებისკენ მიეპყროთ ხალხის ყურადღება. ადგილზე აქციის ფარგლებში ნებისმიერ მსურველს შეეძლო უფასოდ შემოწმებულიყო აივ-ინფექციაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ეროვნულ წარმომადგენლების მიერ და პასუხიც მომენტალურად ადგილზევე მიეღო.

ფლეშმობის დასრულების შემდეგ, შეკრებილმა ხალხმა ჰაერში წითელი ბურთები გაუშვა, რომლებზეც შიდსით დაავადებულების მხარდამჭერი წერილები მიაბეს.

როგორც აქციის ორგანიზატორებმა Sputnik-ს განუცხადეს, ისინი იმედოვნებენ, რომ მათი ღონისძიება საზოგადოებისგან შიდსით დაავადებულთა მიმართ დისკრიმინაციის გამოვლენის პრობლემის გადაჭრაში და მათი უფლებების დაცვაში თანამშრომლობაში დიდ როლს ითამაშებს.

ყველა ახალი ამბავი
0