17:16 25 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ვიდეო

ჩერნომირდინი: "ჩვენს ქმედებებზე პასუხი უნდა ვაგოთ!". საარქივო კადრები

მოკლე ბმულის მიღება
2101
© RIA Novosti.

2015 წლის 3 ნოემბერს 5 წელი სრულდება მას შემდეგ, რაც გარდაიცვალა საბჭოთა და რუსი სახელმწიფო მოხელე ვიქტორ სტეპანოვიჩ ჩერნომირდინი.

ვიქტორ სტეპანოვიჩ ჩერნომირდინი 1938 წლის 9 აპრილს ორენბურგის ოლქის სარაკტაშსკის რაიონის სოფელ ჩორნი ოტროგში დაიბადა.

1966 წელს დაამთავრა დაამთავრა კუიბიშევსკის პოლიტექნიკური ინსტიტუტი (ახლა – სამარის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი), 1972 წელს – საბჭოთა დაუსწრებელი პოლიტექნიკური ინსტიტუტი (2013 წლიდან – ვ. ს. ჩერნომირდინის სახელობის ჰუმანიტარულ–ეკონომიკური ინსტიტუტი).

1957 წელს მუშაობა დაიწყო ორსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში.

1957–196 წლებში საბჭოთა არმიის რიგებში მსახურობდა.

1960–დან 1962 წლის ჩათვლით მუშაობდა მემანქანედ, ოპერატორად, ორსკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ტექნიკურ მმართველად.

1967–1973 წლებში ვიქტორ ჩერნომირდინი იყო ინსტრუქტორი, განყოფილების მმართველის მოადგილე, შემდეგ კი ორსკის საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ქალაქის კომიტეტის განყოფილების მმართველი.

1973–დან 1978 წლის ჩათვლით – მთავარი ინჟინრის მოადგილე, ორენბურგის აირგადამამუშავებელი ქარხნის დირექტორი.

1978–1982 წლებში მუშაობდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მსხვილი წარმოების განყოფილების ინსტრუქტორად.

1982 წელს ჩერნომირდინი დაინიშნა საბჭოთა კავშირის ბუნებრივი აირის მრეწველობის მინისტრის მოადგილედ, 1983 წლიდან პარალელურად ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირის ტიუმენის ოლქის გაზის მომპოვებლობის გაერთიანებულ მრეწველობას (ტიუმენგაზპრომი).

1985–1989 წლებში საბჭოთა კავშირის ბუნებრივი აირის მრეწველობის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

1984–დან 1989 წლის ჩათვლით ჩერნომირდინი საბჭოთა კავშირის უზენაესი საბჭოს დეპუტატად აირჩიეს, 1985–1990 წლებში – რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს დეპუტატად.

1989 წელს ვიქტორ ჩერნომირდინის ინიციატივით ბუნებრივი აირის მრეწველობის სამინისტროს ბაზაზე შეიქმნა გაზის სახელმწიფო კონცერნი "გაზპრომი".

1989–1992 წლებში ჩერნომირდინი კონცერნ "გაზპრომის" მმართველი იყო.

1992 წლის 30 მაისს დაინიშნა რუსეთის მთავრობის მოადგილედ საწვავისა და ენერგეტიკული კომპლექსის სფეროში.

1992 წლიდან 1998 წლის ჩათვლით – რუსეთის მთავრობის ხელმძღვანელი.

1993–1998 წლებში იყო რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი.

1995 წელს ვიქტორ ჩერნომირდინი სრულიად რუსეთის საზოგადო–პოლიტიკური მოძრაობისა და წინასაარჩევნო ბლოკ "ჩვენი სახლი – რუსეთის" ლიდერი გახდა. სახელმწიფო დუმაში არჩევნებზე  ჩერნომირდინი აირჩიეს დეპუტატად, მაგრამ მან დეპუტატის მანდატზე უარი თქვა.

1996 წლის ნოემბერში ის ერთი დღე–ღამის განმავლობაში დროებით ასრულებდა რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობებს მაშინ, როდესაც ბორის ელცინს გულზე ქირურგიული ოპერაცია უტარდებოდა.

1998 წლის 23 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინის მითითებით ჩერნომირდინი დაინიშნა მთავრობის ხელმძღვანელის მოვალეობების შემსრულებლად და ახალი მინისტრთა კაბინეტის შექმნა დაეკისრა, მაგრამ სახელმწიფო დუმისგან მხარდაჭერა არ მიუღია.

1999 წლის თებერვლიდან იყო სახელმწიფოს ხემძღვანელი "გაზპრომის" დირექტორთა საბჭოში. 1999 წლის ივნისიდან 2000 წლის ივნისის ჩათვლით – "გაზპრომის" დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი.

1999 წელს ვიქტორ ჩერნომირდინი იყო რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი იუგოსლავიის გარშემო სიტუაციის დარეგულირების საკითხებში. სამშივობო ქმედებებისა და საგარეო პოლიტიკაში საქმიანობისთვის ის ნობელის პრემიის დაჯილდოვების კანდიდატად წამოაყენეს.

1999–დან 2001 წლის ჩათვლით ის იყო რუსეთის მესამე მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატი.

2001–2009 წლებში იყო რუსეთის განსაკუთრებული და სრულუფლებიანი ელჩი უკრაინაში, ასევე იყო რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინასთან სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობის განვითარებაში.

2009 წლის ივნისში ვიქტორ ჩერნომირდინი დაინიშნა რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლად, მას ეკისრებოდა პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის მოვალეობების შესრულება დსთ–ს სახელმწიფოების ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში.

ვიქტორ ჩერნომირდინი იყო ტექნიკური მეცნიერების კანდიდატი. 2002 წელს მას რუსეთის საწარმო ეკოლოგიის აკადემიის აკადემიკოსის წოდება მიენიჭა.

2010 წელს ის რუსეთის ძიუდოს ფედერაციის სამეურვეო საბჭოს მეთაურად აირჩიეს.

ჩერნომირდინის სახელმწიფო და საზოგადო საქმიანობა დაჯილდოვდა: "საპატიო" ორდენით, შრომის წითელი წიგნაკით, ოქტობრის რევოლუციით, მეგობრობით (2003), პირველი დონის "სამშობლოს წინაშე დამსახურებებით" (2009), მეორე დონით (1998), მესამე დონით (2008), მეოთხე დონით (2010).

2004 წელს უკრაინის პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ ჩერნომირდინი თავადი იაროსლავ ბრძენის მეხუთე დონის ორდენით დააჯილდოვა.

ჩერნომირდინი – ავტორი წიგნისა "დრომ ჩვენ აგვირჩია".

ვიქტორ ჩერნომირდინი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 2010 წლის 3 ნოემბერს გარდაიცვალა. ის მოსკოვში ნოვოდევიჩის სასაფლაოზე დაკრძალეს.

ვიქტორ ჩერნომირდინი 1961 წლიდან დაოჯახებული იყო, ყავდა ორი ვაჟი – ვიტალი და ანდრეი.

ვიქტორ ჩერნომირდინის მიერ 1999 წელს შეიქმნა რეგიონული საზოგადო ფონტი (ახლა ჩერნომირდინის ფონდი). ფონდის სამი ძირითადი პროგრამა იყო: "კულტურათა დიალოგი", "გორკის პრემია" და ორენბურგის ოლქის განვითარების რეგიონული პროგრამა – რომლებიც მისი სიცოცხლის პერიოდში დაიწყო.

ფონდის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულება იყო მუზუმისა და საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობა ვიქტორ ჩერნომირდინის სამშობლო სოფელ ჩორნი ოტროგში, ორენბურგის ოლქში. მუზეუმის შექმნა მისი ერთ–ერთი ბოლო საქმიანობა გახლდათ.

დღეისათვის ფონდს ხელმძღვანელობს მისი უფროსი ვაჟი ვიტალი ჩერნომირდინი.

ვიქტორ ჩერნომირდინის ხსოვნი უკვდავსაყოფად 2011 წელს მოსკოვის სახელმწიფო ღია უნივერსიტეტს მისი სახელი მიენიჭა (2013 წლიდან – ვ. ს. ჩერნომირდინის სახელობის ჰუმანიტარულ–ეკონომიკური ინსტიტუტი, მოსკოვის სახელმწიფო მანქანათმშენებლობის უნივერსიტეტის სტრუქტურუსლი ქვედანაყოფი), 2012 წელს – კონდენსატის სტაბილიზაციის ქარხანას, საზოგადოება "გაზპრომ გადამუშავების" ფილიალს.

2013 წელს ვიქტორ ჩერნომირდინის ხსოვნის მემორიალური დაფა გაიხსნა მოსკოვში, ბუნებრივი აირის საწარმოს სამინისტროს ყოფილ შენობაზე, მშენებელთა ქუჩაზე.

მასალა მომზადებულია "რია ნოვოსტისა" და ღია წყაროებზე დაყრდნობით

თემაზე

ტულასთან ახლოს გადაბრუნებულმა სამგზავრო ავტობუსმა გზა გადაკეტა
ბოგოტაში აფეთქების ადგილზე მეხანძრეები შენობის აალებულ ნანგრევებს აქრობდნენ
თბილისში ახალგაზრდები ჰელოუინის გრიმებითა და ნიღბებით ცეკვავდნენ
მაშველები A321 მსხვერპლების ცხედრებით დატვირთულ თვითმფრინავს ხვდებოდნენ პულკოვოში

მეტი ვიდეო

მთავარი თემები