ტულასთან ახლოს გადაბრუნებულმა სამგზავრო ავტობუსმა გზა გადაკეტა

გამოწერა

სამშაბათის ღამეს სამგზავრო ავტობუსი "მოსკოვი – ერევანი" გადაბრუნდა M4 "დონ" ტრასაზე ტულას ოლქში, ავტო–საგზაო შემთხვევას ემსხვერპლა 7 ადამიანი და დაშავდა 47. იხილეთ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან.

ავარია ტრასაზე М4 სამშაბათის ღამესტულას ოლქში მოხდა. ავტობუსში, რომელიც მოსკოვიდან ერევნის მიმართულებით გადაადგილდებოდა, რეგიონის მთავრობის მონაცემებით, 63 ადამიანი იმყოფებოდა. სავარაუდოდ, ყველა მათგანი სომხეთის მოქალაქეა.

"ავტობუსში სულ 63 ადამიანი იმყოფებოდა, 35 ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 7 მათგანი მძიმე მდგომარეობაშია, 10 საშუალოდ მძიმე მდგომარეობაში", – "რია ნოვოსტის" შეატყობინა წყარომ რეგიონის საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოლქის სამმართველოს ინფორმაციის მიხედვით, პოლიციელები ავტობუსის ტექნიკური გაუმართავობის ვერსიას განიხილავენ, მაგრამ არ გამორიცხავენ, რომ მძღოლს საჭესთან ჩასძინებოდა.

მუშაობს ტულას ოლქის ხელისუფლება და საგანგებო სიტუაციების სამსახურის რეგიონული სამმართველოს "ცხელი ხაზები" ავტო–საგზაო შემთხვევაში მოყოლილი "მოსკოვი – ერევნის" ავტობუსის მგზავრების ოჯახის წევრებისა და ახლობლებისათვის.

ყველა ახალი ამბავი
0