თბილისში ახალგაზრდები ჰელოუინის გრიმებითა და ნიღბებით ცეკვავდნენ

გამოწერა

ჰელოუინის აღნიშვნის ტრადიცია ნელ–ნელა ინერგება საქართველოშიც – წელს თბილისის ბევრ პაბსა და რესტორანში შეიკრიბა ახალგაზრდობა ამ დღესასწაულისათვის შესაბამისი ჩაცმულობით. ისინი ერთობოდნენ და ცეკვავდნენ – ვინაიდან მათთვის ჰელოუინი გართობის კიდევ ერთი მიზეზია.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული მართლმადიდებლური ეკლესია არ ამართლებს ჰელოუინის აღნიშვნას, წელს დღესასწაული აღინიშნებოდა თბილისის არამხოლოდ რამდენიმე ცნობილ რესტორანსა და ახალგაზრდულ საღამოებზე, არამედ რამდენიმე სკოლაშიც, უნივერსიტეტსა და კორპორატივებზე, რომლებიც კომპანიებმა საკუთარი თანამშრომლებისათვის მოაწყვეს.

ჰელოუინის ღამეს თბილისის ცენტრში ახალგაზრდების ჯგუფები გადაადგილდებოდნენ, რომლებსაც კარნავალის კოსტუმები ეცვათ და ნიღბები ეკეთათ.

ჰელოუინი (Halloween) — ყველა წმინდანის დღის წინა ღამე (All Saints' Day). აბობენ, ჰელოუინი 2 ათას წელზე მეტისაა. ეს საკამათო დღესასწაული სათავეს ძველი ირლანდიისა და შოტლანდიის კელტების კულტურიდან იღებს. ჰელოუინი ტრადიციურად აღინიშნება ინგლისურენოვან ქვეყნებში, თუმცა ოფიციალური დასვენების დღე არაა. XX საუკუნის ბოლოდან, გლობალიზაციის პროცესისას, ჰელოუინის ატრიბუტიკის მოდა გაჩნდა ასევე ევროპისა და დსთ–ს არაინგლისურ ენოვანი ქვეყნების უმრავლესობაშიც.

ყველა ახალი ამბავი
0