სერჟ სარქისიანი სურბ გევორქის ტაძრის ხელახალი კურთხევის ცერემონიას დაესწრო

გამოწერა

თბილისში სურბ გევორქის (წმინდა გიორგის) სომხური სამოციქულო ეკლესიის ხელახალი კურთხევის ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა სომხეთის პრეზიდენტმა, სერჟ სარქისიანმაც მიიღო საქართველოში ორდღიანი ვიზიტისას.

ტაძრის ხელახალ კურთხევაში მონაწილეობა 

მეზობლები უნდა მეგობრობდნენ: სომხეთის პრეზიდენტს თბილისში უმასპინძლეს - Sputnik საქართველო
მეზობლები უნდა მეგობრობდნენ: სომხეთის პრეზიდენტს თბილისში უმასპინძლეს

მიიღო სომხეთის უმაღლესმა კათოლიკოს პატრიარქმა გარეგინ მეორემ. ცერემონიას ასევე ესწრებოდა საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრი, "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც სერჟ სარქისიანს ახლდა.

სურბ გევორქის ტაძარი სარემონტო–აღდგენითი სამუშაოების შემდეგ ცოტა ხნის წინ გაიხსნა. გამყარდა ტაძრის საძირკველი და მთლიანად შენობა, რესტავრაცია ჩაუტარდა ფრესკებს. აღდგენითი სამუშაოების სრულმა საფასურმა 3,5 მილიონ დოლარზე მეტი შეადგინა.

მათ შესასრულებლად ჩამოყალიბდა სურბ გევორქის ეკლესიის რეკონსტრუქციის ფონდი.

როგორც ფონდმა Sputnik საქართველოს აცნობა, ტაძარი მხოლოდ შემოწირულობის ხარჯზე აღდგა.

ყველა ახალი ამბავი
0