რიგის თეატრმა თბილისის თეატრალურ ფესტივალზე „ხანუმა“ ჩამოიტანა

გამოწერა

საქართველოში თეაატრალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი GIFT–ი ტარდება. ფესტივალი წელს აღადგინეს ხუთწლიანი პაუზის შემდეგ და მან მყის მიიქცია თეატრის მოყვარულთა უმრავლესობის ყურადღება. 

ფესტივალის ფარგლებში 21 ოქტომბერს თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის რუსული დრამატული თეატრის სცენაზე რიგის ანტონ ჩეხოვის სახელობის რუსული თეატრის მსახიობებმა სპექტაკლი „ხანუმა“ წარმოადგინეს.  

თბილისელი მაყურებელი აღფრთოვანებითა და თბილად შეხვდა სპექტაკლს. 

ფესტივალი GIFT 7 ნოემბრამდე გასტანს. სპექტაკლები ნაჩვენები იქნება თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის რუსული დრამატული თეატრის სცენაზე და ასევე თუმანიშვილის თეატრში. 

ყველა ახალი ამბავი
0