ეუთოს წარმომადგენლები ლუგანსკში შეხების წერტილიდან ტანკების გაყვანას იღებდნენ

გამოწერა

ლუგანსკის თვითაღიარებული სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენლებმა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოლაპარაკებების შესაბამისად შეხების წერტილიდან ტანკების გაყვანის მეორე ეტაპი დაასრულეს. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ აკონტროლებდნენ ეუთოს წარმომადგენლები სამხედრო ტექნიკის გადაადგილებას.

ლუგანსკის თვითაღიარებული სახალხო რესპუბლიკიდან ტექნიკისა და შეიარაღების გაყვანა ცეცხლის შეწყვეტის კოორდინაციისა და კონტროლის საერთო ცენტრისა და ეუთოს სპეციალური მონიტორინგის მისიის დამკვირვებლების თანდასწრებით სრულდება. დამკვირვებლები გაყვანის ვერიფიცირებას მოახდენენ, რის შემდეგაც სახალხო მილიცია ოფიციალურად დაასრულებს "მინსკი–2" დამატებების ფარგლებში დაკისრებული ყველა მოვალეობის შესრულებას.

"ტექნიკის გაყვანა ფაქტიურად დასრულებულია, შეიარაღება და ტექნიკა შენახვის ადგილებზეა გადატანილი და მზადაა ეუთოს წარმომადგენლების მიერ ვერიფიკაციისა და შემდგომი შემოწმებებისათვის", – განაცხადა ლუგანსკის სახალხო მილიციის კორპუსის მეთაურის მოადგილემ სერგეი კაზლოვმა.

მისი თქმით, ეუთოს დამკვირვებლების მიერ ვერიფიკაციისა და ყველა საჭირო დოკუმენტის გაფორმების პროცესი 2 დღე–ღამის განმავლობაში ჩატარდება.

ყველა ახალი ამბავი
0