მხარდამჭერების მოთხოვნა: ხელები შორს "რუსთავი 2-ისგან"

გამოწერა

ოპოზიციური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" და "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" საქმის განხილვისას გამართულ საპროტესტო აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

ტელეარხ "რუსთავი 2-ის" ყოფილი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეარხის ქონებასა და მფლობელთა წილებს ყადაღა დაადო, შეიზღუდა ტელეკომპანიის ფინანსური საქმიანობაც.

ტელეარხის ხელმძღვანელობა სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ შეკვეთასა და სიტყვის თავისუფლების დარღვევას უწოდებს.

საპროტესტო აქციაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ტელეარხ "რუსთავი 2-ის" თანამშრომლებმა, არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრებმა და ხოლოვანებმა.

ყველა ახალი ამბავი
0