რუსეთის საჰაერო-კოსმოსურმა ძალებმა ტერორისტთა საწყობი გაანადგურა. ავიაშეტევის კადრები

გამოწერა

რუსულმა გამანადგურებლებმა ჰამასა და იდლიბში ტერორისტთა საბრძოლო მასალების საწყობი და სახელოსნო გაანადგურეს. იხილეთ ბოევიკების ობიექტებზე წერტილოვანი ავიადარტყმების ამსახველი კადრები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა გენერალ-მაიორმა იგორ კონაშენკოვმა ორშაბათს განაცხადა, რომ ავიაბაზა „ჰმეიმიმიდან“ 33 საბრძოლო გაფრენა შესრულდა ტერორისტთა 49 ობიექტის მიმართულებით, რომლებიც განლაგებული იყო ალეპოში, დამასკოში, იდლიბში, ლათაკიასა და ჰამაში. მისი თქმით, დღე-ღამის განმავლობაში საჰაერო დარტყმებით განადგურდა ბანდიტური დაჯგუფების 2 სასარდლო პუნქტი, საბრძოლო მასალებისა და იარაღის 3 საწყობი, 2 მიწისქვეშა ბუნკერი, 32 საცეცხლე პოზიცია, 9 გამაგრებული საცეცხლე პოზიცია და აგრეთვე გამშვებისა დანადგარებისა და რეაქტიული ჭურვების დამამზადებელი სახელოსნო.

განადგურებულ ობიექტთა შორისაა: 

სირიელებმა სხვადასხვა ქვეყნებში ისის-თან ბრძოლისათვის რუსეთს მადლობა გადაუხადეს - Sputnik საქართველო
სირიელებმა სხვადასხვა ქვეყნებში "ისის-თან" ბრძოლისათვის რუსეთს მადლობა გადაუხადეს

ბოევიკთა საბრძოლო მასალების საწყობი პროვინცია ჰამაში და ტერორისტთა სახელოსნო პროვინცია იდლიბში.

რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების ოპერაცია სირიაში, რომლის მიზანიცაა სირიის სამთავრობო ძალების სახმელეთო ჯარების მხარდაჭერა და ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ინფრასტრუქტურის მოშლა, 30 სექტემბერს დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში ავიადაჯგუფებამ, რომლის შემადგენლობაშიცაა Су-24М, Су-34 და  Су-25СМ, დაახლოებით 690 შეტევა განახორციელა ბოევიკთა პოზიციებზე. უპირველესად ნადგურდება სასარდლო პუნქტები, სასწავლო ბანაკები, იარაღის საწყობები, კავშირის კვანძები და ასაფეთქებლების დამამზადებელი ქარხნები. 


ყველა ახალი ამბავი
0