ზამთრის დადგომამდე თბილისში გამათბობლების გამოფენა ჩატარდა

გამოწერა

თბილისში კლიმატური ტექნიკისა და აუზების მოწყობილობების საერთაშორისო გამოფენა Aqua Therm Tbilisi 2015 ჩატარდა.

გამოფენაში, რომელმაც თბილისის საგამოფენო ცენტრის "ექსპო ჯორჯიას" ყველაზე დიდი პავილიონი დაიკავა, მონაწილეობა მიიღო სხვადასხვა ქვეყნების ათობით კომპანიამ, მათ შორის იყვნენ რუსეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთის, უკრაინის, თურქეთის, ჩინეთისა და სხვა ქვეყნების კომპანიები. ქართულმა კომპანიებმა ასევე წარმოადგინეს სხვადასხვა უცხოური ბრენდების პროდუქტები, რომელთა შორისაც იყო კერძო და კომერციული დანიშნულების გამათბობელი სისტემები.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო როგორც გათბობის, ისე წყალმომარაგების, კონდიცირებისა და სანტექნიკური კვანძების, ვენტილაციისა და აუზების სისტემები.

გამოფენის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ სამშენებლო სექტორი ამ დროისათვის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი და პერსპექტიული სფეროა ქართულ ეკონომიკაში. გამოფენის მიზანი იყო ინვესტორების უყრადღების ახალი პარტნიორებისკენ მიპყრობა ქალაქის საცხოვრებელი ფონდის განსავითარებლად და შენობებისა და საცხოვრებელი სახლების უზრუნველყოფა ტექნიკის სტანდარტების მიხედვით.

ყველა ახალი ამბავი
0