ოპერაცია "ისის–ის" წინააღმდეგ სირიაში: ფეხოსანთა იერიში, ტანკების დაცხრილვა და ავიაშეტევა

გამოწერა

სირიელმა სამხედროებმა გამოიყენეს ავიაცია, არტილერია და ფეხოსანთა არმია ლათაკიასა და ალეპოში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მაღლობებისა და სოფლებისგასათავისუფლებლად. იხილეთ სპეცოპერაციის კადრები და არმიის წარმომადგენლის კომენტარები.

სირიის არმიამ ლათაკიის პროვინციაში 2 სოფელზე და სამ მაღლობზე დაამყარა კონტროლი, ასევე ქალაქ სალმას აღმოსავლეთ ნაწილზე, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა სირიის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა გენერალმა ალი მაიჰუბმა.

"ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის დახმარებით ლათაკიის პროვინციაში ჯუბ–ალ–აჰმარისა და კეფარ–დალბას დასახლებულ პუნქტებზე კონტროლი დაამყარა, ასევე სტრატეგიულად მნიშვნელოვან მაღლობებზე – კატფი, ჯაურა ალ–ბატიჰი და რუისა. ისინი შეტევას განაგრძობენ და ქალაქ სალმას აღმოსავლეთ ნაწილზე სრული კონტროლი დაამყარეს", – ჟურნალისტებს განუცხადა გენერალმა.

სამთავრობო ჯარებმა პროვინცია ალეპოში ქუვეირისის აეროდრომის რაიონში ტერორისტებზე კონცენტრირებული იერიში მიიტანეს, იუწყება სირიის შეიარაღებული ძალების გენერალი ალი მაიჰუბი.

"ჩვენ თელ–სკეკის აღმოსავლეთით გავანადგურეთ 20 ავტომობილი, რომლებშიც ისხდნენ ტერორისტები და შეიარაღება. გარდა ამისა, ლათაკიის ჩრდილოეთ სოფლებში მათ ჩამოვართვით დიდი რაოდენობით საბრძოლო ამუნიცია და შეიარაღება", – აღნიშნა მაიჰუბმა.

რუსეთის სამხედრო ძალების გენშტაბმა განაცხადა, რომ "ისის–ის" ბოევიკებს დიდი დანაკარგი აქვთ და ცვლიან ტაქტიკას, ანაწილებენ ძალებს და თავს დასახლებულ პუნქტებს აფარებენ. რუსი სამხედროების თქმით, მიზანი ირჩევა რუსეთის, სირიის, ერაყისა და ირანის საჰაერო და სხვა სახის დაზვერვის მონაცემების საფუძველზე. სირიის ელჩმა რუსეთში რიად ჰადადმა მანამდე დაადასტურა, რომ დარტყმები ხორციელდება ტერორისტულ შეიარაღებულ დაჯგუფებებზე და არა ოპოზიციაზე ან მოსახლეობაზე. გარდა ამისა, მისი თქმით, რუსული ავიაშეტევების შედეგად "ისლამური სახელმწიფოს" ინფრასტრუქტურის 40% უკვე განადგურებულია.

ყველა ახალი ამბავი
0