"ალმაზ–ანთეიმ" MH17–ის საქმესთან დაკავშირებული ნატურული ექსპერიმენტი გაასაჯაროვა

გამოწერა

ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კონცერნმა "ალმაზ–ანთეი" ჩაატარა ნატურული ექსპერიმენტი, რომელმაც საშუალება მისცა გაკეთებულიყო დასკვნა, რომ მალაიზიური Boeing რუსული შეიარაღების რაკეტამ ჩამოაგდო, მისი გაშვება კი კიევის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოხდა.

რაკეტა, სავარაუდოდ, რომელმაც უკრაინის ცაზე მალაიზიური Boeing ჩამოაგდო, რუსული არმიის შეიარაღებიდან მოიხსნა 2011 წელს, სამშაბათს განაცხადა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის კონცერნის "ალმაზ–ანთეი" გენერალურმა დირექტორმა იან ნოვიკოვმა.

"დავამტკიცეთ, რომ საზენიტო რაკეტა, რომელმაც უკრაინის ცაზე Boeing ჩამოაგდო, შესაძლოა ყოფილიყო მხოლოდ 9M38 რაკეტა "ბუკის" კომპლექსიდან, რომელიც ზაროშჩენსკოეს დასახლებული პუნქტიდან გაეშვა. ბოლო ასეთი რაკეტა შეიქმნა საბჭოთა კავშირში 1986 წელს", – განაცხადა ნოვიკოვმა სპეციალურ პრეს–კონფერენციაზე.

კონცერნის მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა უჩვენა, რომ მალაიზიური Boeing თანამედროვე რაკეტის ჩამოგდების შემთხვევაში დაზიანებები სხვა ხასიათის იქნებოდა.

"ბოლო ორმა ექსპერიმენტმა უჩვენა, რომ 9М38М1 თვითმფრინავს "პეპლის" ტიპის სახასიათო მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა", – აღნიშნა კონცერნის გენერალურმა დირექტორმა.

სამგზავრო Boeing 777, რომელიც მალაიზიის ავიახაზებს ეკუთვნოდა და ამსტერდამიდან კუალა–ლუმპურში მიემგზავრებოდა, გასული წლის 17 ივლისს ჩამოვარდა დონეცკის ოქლში. დაიღუპა 298 ადამიანი, აქედან 193 ნიდერლანდების მოქალაქე.

ყველა ახალი ამბავი
0