07:37 23 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ვიდეო

ბრიტანული პოლიტიკის "რკინის ლედი". მარგარეტ ტეტჩერი საარქივო კადრებში

მოკლე ბმულის მიღება
18301
© RIA Novosti.

მარგარეტ ტეტჩერი 90 წლის წინ, 1925 წლის 13 ოქტომბერს დაიბადა. იხილეთ დიდ ბრიტანეთში პირველი ქალი პერმიერ მინისტრის 11 წლიანი მოღვაწეობის საარქივო კადრები. 

1979 წელს ლონდონში სამთავრობო სახლში დაუნინგ-სთრითზე გამოჩნდა კაბაში გამოწყობილი პირველი პრემიერი დიდი ბრიტანეთის ისტორიაში. ეს იყო კონსერვატორების ლიდერი მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი. ქვეყანაში ცუდი პერიოდი იყო: ეკონომიკური დაცემა, გამუდმებული საპროტესტო აქციები. იფიცებოდნენ მეშახტეები, სამედიცინო მუშაკები და მეეზოვეები. სიტუაციის გარდატეხა შესაძლებელი იყო მხოლოდ მკაცრი და არაპოპულარული მეთოდებით, რომლებიც მიიღო კიდეც პრემიერმა.

ფოლკლენდების მფლობელობასთან დაკავშირებით არგენტინასთან კონფლიქტში ტეტჩერმა ყველა სამხედრო და დიპლომატიური შესაძლებლობა გამოიყენა, რათა აღედგინა დიდი ბრიტანეთის სუვერენიტეტი ამ კუნძულებზე.

"საბჭოთა ჟურნალისტების ფრთიანი გამონათქვამის გამო მას "რკინის ლედი" შეარქვეს. ინგლისელები დათანხმდნენ: «ჩვენ არ გვყავს რკინის კაცი, მაგრამ გვყავს "რკინის ქალბატონი".»

პრაგმატულმა საგარეო პოლიტიკამ ტეტჩერს საშუალება მისცა გაეაზრებინა საბჭოთა კავშირთან ურთიერთობა, რაც ორივე სახელმწიფოს გამოადგა. რუსეთში ბრიტანეთის პრემიერს ყველაზე პოპულარულ უცხოელ პოლიტიკოსად მიიჩნევდნენ.

მართვის ავტორიტარულ სტილს ბევრი არ ღებულობდა როგორც ერთადერთ შესაძლოს და ამან თანამემამულეების მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია. კონსერვატორებს შორის აზრთა სხვადასხვაობა 1990 წლის ნოემბერში ტეტჩერის პარტიისა და მთავრობის ლიდერობიდან გადადგომის მიზეზი გახდა.

თუმცა მისი დამსახურებები იმდენად შესამჩნევი იყო, რომ დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ყოფილ პრემიერს ბარონესას ტიტული მიანიჭა და მას შემდეგ "რკინის ლედის" ოფიციალურად დაერქვა ბარონესა მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი.

თემაზე

ტერაქტის აღსაკვეთი ოპერაცია მოსკოვში. ვიდეო შემთხვევის ადგილიდან
ატშანის გათავისუფლება სირიაში: მოზეიმე ჯარისკაცებმა ბოევიკების დროშა დაწვეს
პუტინმა მწუხარება გამოთქვა, რომ აშშ–ში რუსეთთან თანამშრომლობა არ სურთ
მიტინგი შედეგების გარეშე: მინსკში არასანქცირებული საპროტესტო აქცია გაიმართა

მეტი ვიდეო

მთავარი თემები