ტერაქტის აღსაკვეთი ოპერაცია მოსკოვში. ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

გამოწერა
სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა კვირას დააკავეს ჯგუფი, რომლის წევრებიც მოსკოვში ტერორისტულ აქტს ამზადებდნენ. იხილეთ ვიდეო, თუ რა აღმოაჩინეს ოპერმუშაკებმა ეჭვმიტანილების ბინაში.

სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა კვირას დააკავეს ჯგუფი, რომლის წევრებიც მოსკოვში ტერორისტულ აქტს ამზადებდნენ. იხილეთ ვიდეო, თუ რა აღმოაჩინეს ოპერმუშაკებმა ეჭვმიტანილების ბინაში.

სავარაუდო ტერორისტები მოსკოვში, სტრელბიშჩენსის ჩიხის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დააკავეს, ინფორმაცია გაავრცელა ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის საინფორმაციო ცენტრმა.

"ოპერატიული სამძებრო ღონისძიებების კომპლექსის რეალიზაციის ფარგლებში უსაფრთხოების ორგანოები მიერ ქალაქი მოსკოვის ცენტრალური ადმინისტრაციული ოლქის სტრელბიშჩენსკის ჩიხის ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში დაკავებულია ჯგუფი, რომლის წევრებიც დედაქალაქში ტერორისტული აქტის მომზადებაში არიან ეჭვმიტანილები", — ნათქვამია შეტყობინებაში.

ბინაში ოპერმუშაკებმა აღმოაჩინეს და გააუვნებელყვეს თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, მისი დეტალები კი ექსპერტიზაზე გადაიგზავნა.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის საზოგადოებრივი კავშირების ინფორმაციის მიხედვით, დაკავებულებმა დაკითხვაზე განაცხადეს, რომ ისინი ტერაქტის მოწყობას რუსეთის დედაქალაქში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში აპირებდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0