ნასას მეცნიერმა მარსზე წყლის არსებობის შესახებ განაცხადა. კადრები პრეს–კონფერენციიდან

გამოწერა
ნასას სპეციალისტებმა მარსზე ძალიან მარილიანი წყლის ტალღების დასტური აღმოაჩინეს. იხილეთ ვიდეო, თუ რას აცხადებს მეცნიერი ვაშინგტონში გამართულ პრეს–კონფერენციაზე აღმოჩენის შესახებ.

ნასას სპეციალისტებმა მარსზე ძალიან მარილიანი წყლის ტალღების დასტური აღმოაჩინეს. იხილეთ ვიდეო, თუ რას აცხადებს მეცნიერი ვაშინგტონში გამართულ პრეს–კონფერენციაზე აღმოჩენის შესახებ.

MRO (Mars Reconnaissance Orbiter) ზონდის ინსტრუმენტებიდან ფოტოებმა და მონაცემებმა გვიჩვენა, რომ მარსის ზედაპირზე ეკვატორის რაიონში პერიოდულად წარმოიქმნება თავისებური ნაკადულები სითხისგან, რომელიც ძალიან გავს მარილიან წყალს. ის იდუმალ ბნელ კვალს ტოვებს კრატერების გარშემო, რომელთა სიგანეც რამდენიმე მეტრია.

"მარსი არ არის მშრალი უწყლო პლანეტა, როგორც ჩვენ ადრე გვეგონა. დღეს ჩვენ ვაპირებთ გამოვაცხადოთ, რომ გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით მარსზე წყალია ნაპოვნი", – განაცხადა ნასას პლანეტოლოგიის განყოფილების მეთაურმა.

მეცნიერები 2011 წლიდან სწავლობდნენ მარსის ზედაპირზე მომხდარ უჩვეულო მოვლენებს. და მხოლოდ ახლა შეძლეს მათ საკუთარ ახალ ნაშრომში, რომელიც ნასამ "მარსის ჩანაფიქრის ამოხსნად" მონათლა, დაემტკიცებინათ, რომ ასეთი მარილიანი ნაკადულები მართლაც არსებობს.

მონაცემების გაანალიზების შემდეგ, რომლებიც CRISM ინსტრუმენტმა პალიკირისა და ჰეიდის კრატერების დაკვირვების დროს მოაგროვა, პლანეტოლოგებმა მსხვილი, გრძელი და მუქი ზოლები შენიშნეს.

ამ ზოლების საზღვრების შესწავლის შემდეგ, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მათში და მათთან ახლოს ე.წ. ჰიდრატირებული მარილების დიდი რაოდენობა შეინიშნება – ჩვეულებრივი მინერალური მარილების კრისტალები, რომლებიც წყლის ზოგიერთ მოლეკულას შეიცავენ.

მეცნიერებს ჯერ არ გაურკვევიათ წყლის წარმომავლობა, რომელიც მუქ ზოლებსა და ჰიდრატირებულ მარილს წარმოქმნის.

ადრე პლანეტოლოგები ჟურნალში Nature Communications წერდნენ იმის შესახებ, რომ წყალი და თავისფებული ნაკადულები მარსის ზედაპირზე დაახლოებით მილიონი წლის წინ იყო, როდესაც წიტელი პლანეტის ღერძი ახლანდელთან შედარებით უფრო მეტად იყო დახრილი.

ყველა ახალი ამბავი
0