01:15 22 ივლისი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR2.8436
  • 100 RUB3.8430
  • USD2.4417
ვიდეო

რუსეთის ელჩმა პოლონეთში ვარშავის პოლიტიკის შესახებ ნათქვამი განმარტა

მოკლე ბმულის მიღება
301
© video: Ruptly .

რუსეთის ელჩმა პოლონეთში სერგეი ანდრეევმა პოლონეთის ხელისუფლების მეორე მსოფლიო ომში გატარებული პოლიტიკის შესახებ ნათქვამი განმარტა, რომლის გამოც მას ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში იძახებდნენ. იხილეთ ვიდეო, სადაც ელჩი ვარშავაში ჟურნალისტებთან განცხადებას აკეთებს.

რუსეთის ელჩმა ვარშავაში სერგეი ანდრეევმა, რომელიც პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მისი მეორე მსოფლიო ომის შეფასებების გამო გამოიძახეს, განაცხადა, რომ მისი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაცია მოხდა.

"მე განვმარტე, რომ ეს იყო უსამართლო ინტერპრეტაცია. მე არ ვგულისხმობ, რომ პოლონეთი პასუხისმგებელია მეორე მსოფლიო ომის დაწყებაზე, ე ვგულისხმობდი, რომ პოლონეთის მთავრობის 30–იანი წლების პოლიტიკამ ქვეყანა კატასტროფამდე მიიყვანა", – განაცხადა რუსული დიპმისიის მეთაურმა პოლონეთში.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ "არ სურდა არავის შეურაცხყოფა ნათქვამით, მათ შორის პოლონელი ხალხის".

რუსეთის ელჩმა, პოლონელ და უცხოელ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ რუსულ და პოლონურ მხარეებს "საერთო ისტორიაზე სხვადასხვა შეხედულებები აქვთ".

ანდრეევმა პოლონურ ტელეარხთან TVN-24 ინტერვიუში, რომელიც ეთერში პარასკევს საღამოს გადაცემაში "შავით თეთრზე" გავიდა, მეორე მსოფლიო ომის დაწყების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა, რომ პოლონეთი 30–იანი წლებში ჰიტლერული გერმანიის წინააღმდეგ მიმართული კოალიციის ჩამოყალიბებას რეგულარულად ბლოკავდა. შაბათს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვარშავაში რუსეთის ელჩის კრიტიკულ პოზიციასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

თემაზე

მასობრივი ქორწილი სტადიონზე: სან–პაულოში 400–ზე მეტი წყვილი დაქორწინდა
არჩევნები კატალონიაში: მღელვარება ბარსელონაში და საპროტესტო აქცია მადრიდში
პუტინმა გაეროს გენასამბლეაზე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალების გაერთიანება მოითხოვა
საქართველოში ქვეყნის მთავარი ლამაზმანის ტიტულისათვის ბრძოლა დაიწყო

მეტი ვიდეო

მთავარი თემები