არჩევნები კატალონიაში: მღელვარება ბარსელონაში და საპროტესტო აქცია მადრიდში

გამოწერა
პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებსაც კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფა სურთ, ადგილობრივ პარლამენტში არჩევნებზე ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა მიიღეს. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ ხვდებოდნენ წინასწარ შედეგებს სეპარატისტები ბარსელონაში და მათი ოპონენტები მადრიდში.

პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებსაც კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფა სურთ, ადგილობრივ პარლამენტში არჩევნებზე ხმათა აბსოლუტური უმრავლესობა მიიღეს. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ ხვდებოდნენ წინასწარ შედეგებს სეპარატისტები ბარსელონაში და მათი ოპონენტები მადრიდში.

კატალონიის ესპანეთისგან გამოყოფის ასობით მომხრემ თავი მოიყატა კულტურული ცენტრის ელ ბორნის შენობასთან, რათა გამარჯვება ეზეიმათ. კატალონიის პრეზიდენტმა არტურ მასმა, შეკრებილთა წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: "ჩვენ გავიმარჯვეთ".

"ეს არის გამარჯვება, რომლითაც ჩვენ გაერთიანებისა და სოლიდარობის გრძნობას განვკარგავთ, ასევე ჰარმონიას ყველასთან – ესპანეთტან, ევროპასთან და მთელ მსოფლიოსთან", – განაცხადა კატალონიის ლიდერმა.

არჩევნებზე მონაწილეების ძალიან დიდი რაოდენობა დაფიქსირდა – მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა დაახლოებით 77%–მა. ეს 1980 წლის შემდეგ უდიდესი მაჩვენებელია.

დათვლის შედეგად ხმათა 95%–ზე მეტით კოალიციამ Junts pel Si (მასში შედიან კატალონიის მთავრობის ხელმძღვანელის არტურ მასას პარტია "კატალონიის დემოკრატიული კონვერგენცია" (CDC) და "კატალონიის მემარცხენე რესპუბლიკელები") 62 ადგილი მიიღო. თუ მათ 10 მანდატს დავუმატებთ, რომლებსაც დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი სხვა პარტია, "ეროვნული ერთიანობის კანდიდატურა" (CUP) ღებულობს, მათ 135 ადგილიდან 72 მანდატი გამოსდით.

ესპანეთის ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების მომხრეთა შორის ლიდერობს პარტია "მოქალაქეები" 25 მანდატით. კატალონიის სოციალურმა პარტიამ მიიღო 16 მანდატი. ესპანეთში მმართველმა პარტიამ "სახალხო პარტია" 11 მანდატი მიიღო. Catalunya Si que es Pot, რეფერენდუმის ჩატარების მომხრე კოალიციამ (ამ კოალიციაში შედის Podemos), 11 ადგილი მიიღო.

კატალონიის მთავრობამ არტურ მასის მეთაურობით კვირას არჩევნები "პლებისციტურად" გამოაცხადა. ანუ პარლამენტში იმ პარტიის აბსოლუტური უმრავლესობის შემთხვევაში, რომელიც დამოუკიდებლობას უჭერს მხარს, ისინი "ესპანეთისგან გამოყოფის პროცესს" დაიწყებენ – ჩამოაყალიბებენ მტავრობას, შეიმუშავებენ კანონმდებლობას, მიიღებენ კონსტიტუციას. მათი გეგმის თანახმად, დამოუკიდებლობის გამოცხადება შესაძლებელი იქნება 18 თვის შემდეგ. ესპანეთის ხელისუფლება არ აღიარებს არჩევნების "პლებისციტარულობას" და აცხადებს, რომ საუბარია ავტონომიური საზოგადოების საპარლამენტო არჩევნებზე.

ყველა ახალი ამბავი
0