პუტინმა გაეროს გენასამბლეაზე ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალების გაერთიანება მოითხოვა

გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, გაეროს რიგით 70–ე, საიუბილეო გენასამბლეაზე ახლო აღმოსავლეთში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და ფართო საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის ჩამოყალიბებისკენ მოწოდება გააკეთა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, გაეროს რიგით 70–ე, საიუბილეო გენასამბლეაზე ახლო აღმოსავლეთში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და ფართო საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის ჩამოყალიბებისკენ მოწოდება გააკეთა.

პუტინმა გაეროს გენასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას საერთაშორისო კანონის საფუძველზე ფართო საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიციის შექმნის იდეა წამოჭრა.

"როგორც ანტიჰიტლერულმა კოალიციამ, მასაც შეუძლია საკუთარ რიგებში გააერთიანოს სხვადასხვა ძალები, რომლებიც მზად არიან გაბედულად აღუდგნენ წინ მას, ვინც, როგორც ფაშისტები, თესავს ბოროტებას და კაცთმოძულეობას. და, რა თქმა უნდა, ასეთი კოალიციის ძირითადი მონაწილეები უნდა იყვნენ მუსლიმანური ქვეყნები, "ისლამური სახელმწიფო" არამხოლოდ პირდაპირ ემუქრება მათ, არამედ საკუთარი სისხლიანი დანაშაულებით შეურაცხყოფს ერთ–ერთ უდიდეს მსოფლიო რელიგიას – ისლამს", განაცხადა პუტინმა.

სირიის არმიასთან თანამშრომლობაზე უარის თქმა შეცდომაა, ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა. მან განსაკუთრებით აღნიშნა, რომ სირიაში რეალურად არავინ ებრძვის "ისლამურ სახელმწიფოს", გარდა ასადი მთავრობისა და ქურთული აჯანყებისა.

პუტინი ასევე ლტოლვილების ევროპაში გადასვლის თემასაც შეეხო: ამ პრობლემის გადაჭრა, მისი თქმით, მათ სამშობლოებში სახელმწიფოებრიობის აღდგენითა და ყოველმხრივი დახმარების აღმოჩენის გზითაა შესაძლებელი.

უკრაინის კრიზისის მოგვარების გზებზე საუბრისას, რუსეთის პრეზიდენტმა მინსკის შეთანხმებების შესრულების და "დონბასის მაცხოვრებლების არის მოსმენის" მოწოდება გააკეთა.

პუტინი ასევე კლიმატის ცვლილებების პრობლემებსაც შეეხო, როგორც გლობალურ გამოწვევას და ბუნებრივი რესურსებისა და საარსებო გარემოს განადგურების სიტუაციასთან დაკავშირებით სპეციალური ფორუმის მოწვევის წინადადება წამოჭრა.

გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 70–ე სესია მსოფლიო ორგანიზაციის შტაბ–ბინაში გაიხსნა. უახლოეს დღეებში საერთო პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობას მიიღებს სახელმწიფოებისა და მთავრობების დაახლოებით 144 ლიდერი და 46 მინისტრი.

ყველა ახალი ამბავი
0