პუტინის ინტერვიუ ტელეარხებთან CBS და PBS: რუსეთი სირიაში და აშშ–ის როლი უკრაინის კრიზისში

გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტ ჩარლი როუზთან გამართულ ინტერვიუში ტელეარხებისათვის CBS და PBS გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 70–ე სესიის წინ უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე და რუსეთის მიერი სირიისათვის დახმარებაზე ისაუბრა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჟურნალისტ ჩარლი როუზთან გამართულ ინტერვიუში ტელეარხებისათვის CBS და PBS გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 70–ე სესიის წინ უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე და რუსეთის მიერი სირიისათვის დახმარებაზე ისაუბრა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მან ზუსტად იცის, თუ რა როლი ითამაშა აშშ–მა უკრაინის პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის დამხობაში.

"ჩვენი პარტნიორები შეერთებულ შტატებნში არ მალავენ, რომ მხარს უჭერდნენ იმათ, ვინც პრეზიდენტ იანუკოვიჩის წინააღდეგ გამოდიოდა", – ამერიკელ ჟურნალისტთან ინტერვიუში განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.

როუზის შეკითხვაზე, ფიქრობს თუ არა ის, კავშირშია თუ არა აშშ პრეზიდენტ იანუკოვიჩის დამხობაში, როდესაც ის იძულებული გახდა რუსეთში გაქცეულიყო, პუტინმა უპასუხა: "ამის შესახებ მე ზუსტად ვიცი".

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთს "ათასობით საერთო კონტაქტი და კავშირი" გააჩნია იმ ხალხთან, ვინც უკრაინაში ცხოვრობს.

ინტერვიუს დროს ასევე შეეხნენ სირიაში არსებული პრობლემების გადაჭრის თემას. ჟურნალისტის შეკითხვაზე, არის თუ არა რუსეთის სირიაში ყოფნის მიზანი ბაშარ ასადის ხელისუფლებაში შენარჩუნება, პუტინმა უპასუხა: "მართალია, ასეა".

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის სირიაში ყოფნა "დღეისათვის სირიის მთავრობისათვის იარაღის მიწოდებაში, პერსონალის მომზადებასა და სირიელი ხალხისათვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევაში გამოიხატება".

ვლადიმერ პუტინის თქმით, მხოლოდ სირიელ ხალხს აქვს უფლება გადაწყვიტოს ვინდა როგორ მართავს ქვეყანას.

ყველა ახალი ამბავი
0