რუსეთის ცენტრალური ბანკის მეთაური პუტინს: საბანკო სექტორში სტაბილური სიტუაციაა

გამოწერა
რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელვირა ნაბულინამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ქვეყნის საბანკო სექტორის მიმდინარე მდგომარეობის შესახებ ანგარიში ჩააბარა და საგადასახადო ბარათების ეროვნული სისტემის დანერგვის სამუშაების შესახებ ესაუბრა.

რუსეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა ელვირა ნაბულინამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ქვეყნის საბანკო სექტორის მიმდინარე მდგომარეობის შესახებ ანგარიში ჩააბარა და საგადასახადო ბარათების ეროვნული სისტემის დანერგვის სამუშაების შესახებ ესაუბრა.

რუსეთის საბანკო სისტემა მყარია და უსაფრთხო ზონაში იმყოფება, აღნიშნა ელვირა ნაბულინამ რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე.

"წლის პირველი ნახევრის შემოსავალი 51 მილიარდი რუბლია. ეს, რათქმაუნდა, გასული წლის 600 მილიარდი არაა, არც 2 წლის წინანდელი ტრილიონი, მაგრამ ეს უკვე დადებითი მომენტია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ საბანკო სექტორის შემოსავალი წლის განმავლობაში 100 მილიარდს გაუტოლდება", — განაცხადა ცენტრალური ბანკის მეთაურმა.

ნაბულინამ დაამატა, რომ მოსახლეობის შენატანები ბანკში 7,2%-ით გაიზარდა.

ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი პრეზიდენტს ასევე იმის შესახებაც ესაუბრა, თუ როგორ მიმდინარეობს საგადასახადო ბარათების ეროვნული სისტემის დანერგვა.

"სამუშაოს პირველი ეტაპი ოპერაციული-საბანკო ცენტრის შექმნას ეხებოდა — ის შეიქმნა. ჩვენი მეორე ამოცანაა, გამოვუშვათ ეროვნული საგადასახადო ბარათი. ვადებით ჩვენ მის გამოშვებას უკვე დკემბერში ვგეგმავთ", — განაცხადა ნაბულინამ.

ივნისში რეგულატორმა განაცხადა, რომ ფინანსური კრიზისის სცენარის გამეორება არარეალურად მიაჩნია, რომელიც 2014 წლის დეკემბერში მოხდა, და გააჩნია ყველა ბერკეტი საიმისოდ, რომ რუსული ფინანსური ბაზრის სიმყარე უზრუნველყოს.

ყველა ახალი ამბავი
0