21:13 20 იანვარი 2018
პირდაპირი ეთერი
ვიდეო

სურუჩში თვითმკვლელი ტერორისტის მიერ აფეთქებულ კაფესთან ხალხი შეგროვდა

მოკლე ბმულის მიღება
301
© Ruptly.

თურქეთის ქალაქ სურუჩში (სირიის საზღვრის სიახლოვეს) მდებარე კაფის შესასვლელთან ნაღმის აფეთქების შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა და ასამდე დაშავდა, იუწყება ტელეარხი NTV ადგილობრივ პოლიციაში საკუთარ წყაროზე დაყრდნობით. ტერაქტი ორშაბათს დილით მოხდა. 

წინასწარი ინფორმაციით, ასაფეთქებელი მოწყობილობა ტერორისტული დაჯგუფება  „ისლამური სახელმწიფოს“ თვითმკვლელმა-ტერორისტმა აამოქმედა. ადგილობრივი ხელისუფლება ვარაუდობს, რომ შეტევა შესაძლოა თურქეთში მცხოვრები ქურთების წინააღმდეგ იყო გამიზნული, რომლებიც სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მებრძოლი ქურთების დასახმარებლად გამგზავრებამდე ამ კაფეში იყრიდნენ თავს. 

მიმდინარეობს გამოძიება. 

ქალაქი სურუჩი სირიის ქალაქ ქობანიდან დაახლოებით 10 კილომეტრითაა დაშორებული, რომელსაც ახლა „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს.  


თემაზე

უნდა ვიცოდეთ: ჰოკინგი არამიწიერი გონების ძიების პროექტის შესახებ
„არტ გენი“ − დღესასწაული ქართული ფოლკლორის მოყვარულთათვის
სრული სიბნელე და უსინათლო ოფიციანტები: უჩვეულო რესტორანი თბილისში
თბილისში ოლიმპიური ცეცხლი ჩამოიტანეს

მეტი ვიდეო

მთავარი თემები