მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

უნდა ვიცოდეთ: ჰოკინგი არამიწიერი გონების ძიების პროექტის შესახებ

გამოწერა
ცნობილმა კოსმოლოგმა სტივენ ჰოკინგმა ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე კოსმოსში უცხოპლანეტელთა მიერ გაშვებული სიგნალების ძებნის პროგრამა წარადგინა. ნახეთ მეცნიერის გამოსვლის ამსახველი ვიდეო.

ცნობილმა კოსმოლოგმა სტივენ ჰოკინგმა ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე კოსმოსში უცხოპლანეტელთა მიერ გაშვებული სიგნალების ძებნის პროგრამა წარადგინა. ნახეთ მეცნიერის გამოსვლის ამსახველი ვიდეო.

ინიციატივა Breakthrough Listen, რომელიც ორშაბათს კოსმოლოგმა სტივენ ჰოკინგმა და რუსმა მეწარმემ იური მილნერმა წარადგინეს, ახალ სიცოცხლეს შთაბერავს პროექტ SETI–ს (Search for Extraterrestrial Intelligence). ამ პროექტის ფარგლებში მეცნიერები დედამიწაზე მოსული რადიოსიგნალების ნაკადში არამიწიერი ცივილიზაციების „კვალს“ ეძებენ. 

უკანასკნელ წლებში პროექტი მნიშვნელოვან ფინანსურ სიძნელეებს განიცდიდა და დახურვის საფრთხეც არაერთხელ დაემუქრა იმის გამო, რომ პროექტის უმთავრესი ინსტრუმენტის — ალენის რადიოტელესკოპის (ATA) შესანახად კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტს თანხები არ ჰქონდა. 

იური მილნერი ცნობილი ბიზნესმენ–ფილანტროპი და ინოვატორია. ის ჰოკინგთან ერთად 100 მლნ დოლარის გამოყოფას აპირებს არამიწიერი ცივილიზაციების აღმოსაჩენად. 

სამეცნიერო გუნდის „ბირთვშე“ შევლენ SETI–ის ძირითადი შემადგენლობა, დრეიკი, სეტ შოსტაკი, მარტინ რიზი და ბევრი სხვა ცნობილი ასტრონომი. მეცნიერები ყოველწლიურად დააკვირდებიან სიგნალებს, რომლების ირმის ნახტომის მილიარდობით ვარსკვლავიდან და სხვა ასობით ახლომდებარე გალაქტიკიდან მოდის. 

პროექტის ორგანიზატორებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ პროექტი სრულად აპოლიტიკური იქნება. 

„ჩვენ არაფრის დამალვას არ ვაპირებთ. სავსებით შესაძლებელია, რომ უცხოპლანეტელები მოყვარულმა ასტრონომმა აღმოაჩინოს“, — განაცხადა მილნერმა, როდესაც პასუხობდა შეკითხვას, როგორი რეაქცია ექნებოდათ, თუკი სახელმწიფო მათგან  აღმოჩენილი უცხოპლანეტელების დამალვას მოითხოვდა. 

უცხოპანეტელების ძებნაში ჩართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია —Breakthrough Listen–ის ფარგლებში მიღებული მონაცემები SETI@home–ის სისტემის ფარგლებში გაანალიზდება.

ყველა ახალი ამბავი
0