„არტ გენი“ − დღესასწაული ქართული ფოლკლორის მოყვარულთათვის

გამოწერა
თბილისში, ღია ცის ქვეშ მდებარე ეთნოგრაფიულ მუზეუმში საქართველოში ხალხური შემოქმედების უმსხვილესი ფესტივალი Art Gene გაიხსნა, რომელიც 26 ივლისამდე გასტანს.

თბილისში, ღია ცის ქვეშ მდებარე ეთნოგრაფიულ მუზეუმში  საქართველოში ხალხური შემოქმედების უმსხვილესი ფესტივალი Art Gene გაიხსნა, რომელიც 26 ივლისამდე გასტანს. 

აქ შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა სუვენირი და ხალხური რეწვის ნიმუშები, დააგემოვნოთ კერძები ქართული სამზარეულოდან და ნახოთ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების გამოსვლა.  

ფესტივალის პირველ დღეს მაყურებლის წინაშე სუხიშვილების სახელობის ეროვნული ბალეტი წარსდგება. 

ფესტივალი ხალხური შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფესტივალია, რომელსაც ყოველწლიურად 30-40 ათასი მაყურებელი ესწრება. ფესტივალის მიზანია ფოლკლორის, ტრადიციების, ხალხური შემოქმედებისა და ქართული საბრძოლო ხელოვნების პოპულარიზაცია. 


ყველა ახალი ამბავი
0