მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თბილისში ოლიმპიური ცეცხლი ჩამოიტანეს

გამოწერა
საერთაშორისო ოლიმპიური ახალგაზრდული ფესტივალის „თბილისი − 2015“ ცეცხლმა, რომელიც პირველად ტარდება ჩვენში, საქართველოს მოიარა და თბილისში ჩამოვიდა.

საერთაშორისო ოლიმპიური ახალგაზრდული ფესტივალის „თბილისი − 2015“ ცეცხლმა, რომელიც პირველად ტარდება ჩვენში, საქართველოს მოიარა და თბილისში ჩამოვიდა. 

ორი თვის განმავლობაში ცეცხლმა 67 ქალაქი და რაიონული ცენტრი მოიარა. 26 ივლისამდე, სპეციალურ ლამპაში მოთავსებული ცეცხლი ყოფილი მერიის წინ, თავისუფლების მოედანზე დარჩება და მასთან სურათის გადაღება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. 

17 ივლისს, ცეცხლის ჩამოსვლასთან დაკავშირებით ევროპის მოედანზე გამართულ ცერემონიას დაესწრნენ ფესტივალის ორგკომიტეტის ხელმძღვანელი ალექსი ახვლედიანი და თბილისის მერი დავით ნარმანია. ესტაფეტა მეჩირაღდნეებს გადაეცათ, რომლებმაც ცეცხლი ევროპის მოედნიდან თავისუფლების მოედანზე გადაიტანეს, სადაც შეკრებილების წინ სიტყვით გამოვიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი რარიბაშვილი, ხოლო შემდეგ კონცერტი გაიმართა. 

26 ივლისს კიდევ ერთი ესტაფეტა მოეწყობა − თავისუფლების მოედნიდან ოლიმპიურ ცეცხლს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიიტანენ, სადაც საერთაშორისო ოლიმპიური ახალგაზრდული ფესტივალის გახსნის ცერემონია გაიმართება. 


ყველა ახალი ამბავი
0