მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ნოვაკი: გადაწყვეტილებას ღებულობს რუსეთი და არა უკრაინა

გამოწერა
რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა ბუნებრივი აირის საკითხებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრამდე განაცხადა, რომ უკრაინისათვის ბუნებრივ აირზე ფასდაკლების გადაწყვეტილებას ღებულობს რუსეთის მთავრობა და არა უკრაინა.

რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა ბუნებრივი აირის საკითხებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრამდე განაცხადა, რომ უკრაინისათვის ბუნებრივ აირზე ფასდაკლების გადაწყვეტილებას ღებულობს რუსეთის მთავრობა და არა უკრაინა.

ნოვაკმა განმარტა, რომ "ნაფტოგაზსა" და "გაზპრომს" შორის კონტრაქტით მიწოდებული ბუნებრივი აირის საფასურის წინსწრებით გადახდა მესამე კვარტალში ათას კუბურ მეტრზე 247,18 დოლარიდან დაწესდება. ფასდაკლება დაახლოებით 14%-ს შეადგენს.

"ამ გადაწყვეტილებას ღებულობს რუსეთის მთავრობა და არა უკრაინა. ამ მიზეზით, არ არის საჭირო არავის თანხმობა", — დაამატა ნოვაკმა ჟურნალისტებთან საუბარში.

წინა დღეს, 29 ივნისს, რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმირი მიედვედევი ნოვაკს და "გაზპრომის" მმართველს ალექსეი მილერს უკრაინასთან ბუნებრივი აირის საკითხებში ურთიერთობის შესახებ სასაუბროდ შეხვდა. მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობამ უკრაინისათვის მესამე კვარტალში 40 დოლარამდე ფასდაკლების გადაწყვეტილება მიიღო. შედეგად რუსული ბუნებრივი აირის ფასი ფასდაკლებით ამ პერიოდში ათას კუბურ მეტრზე 247,18 დოლარს შეადგენს, ანუ, იმდენივეს, რამდენსაც მეორე კვარტალში.

2014 წლის ნოემბრიდან მეორე კვარტლის დასასრულამდე ფასდაკლება, რუსეთის მთავრობის დადგენილების თანახმად, კეთდებოდა საბაჟო მოვალეობების ხარჯზე  შემდეგი ფორმულის მიხედვით: 30% საკონტრაქტო ფასიდან, მაგრამ არაუმეტეს 100 დოლარისა ათას კუბურ მეტრზე. ვინაიდან მაშინ საკონტრაქტო ფასი 333,33 დოლარზე მეტს შეადგენდა, ფასდაკლება 100 დოლარს უტოლდებოდა. ამასთან ერთად, პროცენტულად 2015 წლის პირველ კვარტალში ფასდაკლება საკონტრაქტო ფასის 23%-ს შეადგენდა, მეორე კვარტალში კი — 29%-ს.

ყველა ახალი ამბავი
0