მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მედვედევი: რუსეთი იძულებულია კიევს ბუნებრივ აირზე ფასი გაუზარდოს

გამოწერა
რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრ ნოვაკთან და "გაზპრომის" მმართველ ალექსეი მილერთან შეხვედრისას უკრაინისათვის ბუნებრივ აირზე ფასის გაზრდის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა ენერგეტიკის მინისტრ ალექსანდრ ნოვაკთან და "გაზპრომის" მმართველ ალექსეი მილერთან შეხვედრისას უკრაინისათვის ბუნებრივ აირზე ფასის გაზრდის გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა.

რუსეთის მთავრობამ უკრაინულ მხარესთან ოფიციალური მიმართვის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება, მესამე კვარტალში ბუნებრივ აირზე ფასდაკლება ათას კუბურ მეტრზე დაახლოებით 40 დოლარამდე გაუკეთოს, რის შედეგადაც "ნაფტოგაზისთვის" ფასი მეორე კვარტლის დონეზე დარჩება და შეადგენს 247 დოლარს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა.

"უკრაინისათვის საბოლოო ფასი ათას კუბურ მეტრ ბუნებრივ აირზე მესამე კვარტალში ფასდაკლებით 247,17 დოლარს შეადგენს. ფასდაკლება მოხდება დაახლოებით 40 დოლარზე", — განაცხადა რუსეთის პრემიერმა.

მედვედევმა დაამატა, რომ რუსეთი ვერ შეძლებს უკრაინას ბუნებრივ აირზე ფასი იმდენადვე დაუკლოს, რამდენადაც მანამდე (100 დოლარი 1000 კუბურ მეტრზე), რისი მიზეზიც ნავთობზე ფასის ვარდნაა.

"გაზპრომის" წინასწარი გათვლებით, ბუნებრივი აირის საკონტრაქტო ფასი უკრაინისათვის მესამე კვარტალში ფასდაკლების ათას კუბურ მეტრზე გარეშე 287,15 დოლარს შეადგენს, ხოლო მეოთხე კვარტალში — 262,5 დოლარს. გამომდინარე მედვედევის ნათქვამიდან, უკრაინისათვის ბუნებრივ აირზე ფასდაკლება მესამე კავრტალში დაახლოებით 14%-ს შეადგენს. 2015 წლის პირველ კვარტალში საკონტრაქტო ფასთან შედარებით 100 დოლარიანი ფასდაკლება 23%-ით ამცირებდა გადასახადს, მეორე კვარტალში კი — 29%-ით.

ყველა ახალი ამბავი
0