მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ინდონეზიაში სასტუმროს სამხედრო თვითმფრინავი Hercules C-130 დაეცა

გამოწერა
ავიაკატასტროფა მოხდა ინდონეზიის სიდიდით მესამე ქალაქ მედანში. თვითმფრინავი ინდონეზიის სამხედრო ბაზიდან აფრინდა და კუნძული ნატუნასკენ მიემართებოდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავი ჯერ აფეთქდა, შემდეგ კი სასტუმროს დაეცა. C-130-ის ნამსხვრევებმა 2 საცხოვრებელი სახლი და ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა.

როგორც სააგენტო ფრანს პრესი ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურზე აგუს სუპრიატნაზე დაყრდნობით იუწყება, ბორტზე ეკიპაჟის 12 წევრი და 101 მგზავრი იმყოფებოდა.

"ვარდნისას ვერავინ გადარჩა", — განაცხადა სუპრიატნამ ადგილობრივი ტელევიზიის ეთერში. 

მანამდე, როგორც ადამ მალიკ საირი სარაგიხის სახელობის ცენტრალური საავადმყოფოს წარმომადგენელი აცხადებდა, დაღუპულთა რიცხვი 45-მდე გაიზარდა.

თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი, როგორც Associated Press სუპრიატნაზე დაყრდნობით იუწყება, შესაძლოა ყოფილიყო ძრავის პრობლემა. ინდონეზიის სამხედრო-საჰაერო ძალების მეთაურის თქმით, ჩამოვარდნამდე თვითმფრინავის პილოტმა დისპეჩერებს ძრავის პრობლემების გამო ბაზაზე დაბრუნების აუცილებლობის შესახებ შეატყობინა.

4 ძრავიანი სამხედრო-სამგზავრო თვითმფრინავი Hercules C-130, ამერიკული ავიაკომპანიის Lockheed ნაწარმი, ინდონეზიის დედაქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე პროვინცია ჩრდილოეთ სუმატრაში მედანის სამხედრო-საჰაერო ძალების ბაზიდან "სუვონდო" აფრენის შემდეგ დაახლოებით 2 წუთში, სულ რაღაც 5 კილომეტრის გაფრენის შემდეგ ჩამოვარდა.

ყველა ახალი ამბავი
0