მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბერძნები კრედიტორების წინააღმდეგ გაამრთულ მიტინგზე მღეროდნენ

გამოწერა
რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა ათენის ცენტრში სინტაგმას მოედანზე პარლამენტთან ორშაბათს, რათა კრედიტორთა მოთხოვნა, განაგრძონ მკაცრი ეკონომიკის პოლიტიკა, გააპროტესტონ.

რამდენიმე ათასი ადამიანი შეიკრიბა ათენის ცენტრში სინტაგმას მოედანზე პარლამენტთან ორშაბათს, რათა კრედიტორთა მოთხოვნა, განაგრძონ მკაცრი ეკონომიკის პოლიტიკა, გააპროტესტონ.

დემონსტრანტებს შორის იყვნენ საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენლებიც. მომიტინგებს ეჭირათ ტრანსფარანტები წარწერით "ჩვენ ევროკავშირში ამისათვის არ შევსულვართ", რაც კრედიტორთა მოთხოვნას, განაგრძონ მკაცრი ეკონომიკის პოლიტიკა, ეწინააღმდეგება.

"ჩვენ უნდა გამოვეყოთ. <…> და მე ვფიქრობ, რომ ბერძენი ერის ლოზუნგია — გამოვფხიზლდეთ და ვთქვათ "არა", — ევროავშირის ზონიდან საბერძნეთის შესაძლო გამოსვლაზე ისაუბრა ერთ-ერთმა მომიტინგემ.

მმართვლემა მემარცხენე რადიკალურმა კოალიციამ "სირიზა" საბერძნეთის მოსახლეობას სამშაბათს მთელი ქვეყნის მასშთაბით საპროტესტო აქციების ჩატარებისკენ და 5 ივლისის რეფერენდუმზე კრედიტორების მოთხოვნების წინააღმდეგ ხმის მიცემისკენ მოუწოდა.

5 ივლისს საბერძნეთში საერთაშორისო კრედიტორებთან შეთანხმების რეფერენდუმი ჩატარდება. შაბათს ბრიუსელში საბერძნეთის ბიუჯეტის ეკონომიისა და რეფორმების საკითხთან დაკავშიერბით ევროზონის ქვეყნების ფინანსთა მინისტრების საბჭოს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. ევროჯგუფმა საბერძნეთის მხარდაჭერის პროგრამის გახანგრძლივებაზე 30 ივნისის შემდეგ უარი თქვა.

საბერძნეთი მოლაპარაკაბებეს აწარმმოებს ევროკავშირთან და მსოფლიო სავალუტო ფონდთან 240 მილიარდ ევროზე მეტი ვალის დარეგულირების შესახებ, რომელიც 2010 და 2012 წლებში საბერძნეთის ბიიუჯეტის დეფოლტისგან გადარჩენისას გაჩნდა. კრედიტორთა პროგნოზი, რომ მკაცრი ეკონომიკა საბერძნეთს ვალების გადახდაში დაეხმარებოდა, არ გამართლდა.

ყველა ახალი ამბავი
0