21:55 22 იანვარი 2018
პირდაპირი ეთერი
ვიდეო

ხსოვნისა და გლოვის დღე: სანთლების ცეცხლი მდინარე მოსკოვზე

მოკლე ბმულის მიღება
801
© Ruptly.

ასობით ადამიანმა, მათ შორის ახალგაზრდულმა გაერთიანებებმა, პატრიოტულმა და სტუდენტურმა კლუბებმა, ასევე დიდი სამამულო ომის ვეტერანებმა მოსკოვში ორშაბათს პატივი მიაგეს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ მილიონობით ადამიანს.

აქცია "ხსოვნის ზოლი" დედაქალაქში ყირიმის სანაპიროსთან ჩატარდა. მონაწილეებმა ანთებული სანთლები წყალზე დააყწვეს, რაც დაბნელებისას აღიქმებოდა როგორც ცეცხლის ზოლი ომის დღეებს ხსოვნის ნიშნად.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ტრადიციულად ყვავილების სამგლოვიარო გვირგვინები განათავსა ალექსანდროვის ბაღში კრემლის კედელთან ახლოს მარადიულ ცეცხლთან და გმირთა ქალაქების თითოეულ მონუმენტთან მათი დამცველების ხსოვნის პატივსაცემად მიხაკები დააწყო.

1941 წლის 22 ივნისს გამთენიისას ფაშისტური გერმანია საომარი სიტუაციის გამოცხადების გარეშე თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. გერმანიის ავიაციამ მასიური დარტყმა მიაყენა აეროდრომებს, სარკინიგზო კვანძებს, სამხედრო-საზღვაო ბაზებს, სამხედრო ნაწილების ბანაკებს და სახელმწიფო საზღვრებიდან 250-300 კილომეტრის მანძილზე არსებულ ბევრ ქალაქს.

1992 წლამდე ეს დღე არ ყოფილა ოფიციალურ ხსოვნის დღედ მიღებული. რუსეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის დადგენილებით 1992 წლის 13 ივლისიდან ის მამულის მცველთა ხსნოვნის დღედ გამოცხადდა.

1996 წლის 8 ივნისიდან პრეზიდენტის ბრძანებით 22 ივნისი ხსოვნისა და გლოვის დღედ გამოცხადდა. ამ დღეს რუსეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები ეშვება. 

თემაზე

ერევანში ელექტროენერგიაზე ფასების ზრდის წინააღმდეგ მომიტინგეები წყლის ჭავლით დაარბიეს
ქართულმა "შანსონის კლუბმა" დაარსება ფესტივალით აღნიშნა
ქაბულის პარლამენტზე თალიბების შეტევის მოგერიება, სპეცოპერაციის კადრები
ხსოვნა და გლოვა: თავისუფლება მილიონობით სიცოცხლის ფასად. კადრები არქივიდან

მეტი ვიდეო

მთავარი თემები