მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პუტინმა რუსეთის ახალი ბალისტიკური რაკეტების შესახებ ისაუბრა

გამოწერა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფორუმზე "არმია-2015" განაცხადა, რომ ახალი კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც ქვეყნის ბირთვულ ძალებს 2015 წელს შეემატებიან, ნებისმიერი რაკეტსაწინააღმდეგო დაცვის სისტემის გადალახვას შეძლებენ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ფორუმზე "არმია-2015" განაცხადა, რომ ახალი კონტინენტთშორისი ბალისტიკური რაკეტები, რომლებიც ქვეყნის ბირთვულ ძალებს 2015 წელს შეემატებიან, ნებისმიერი რაკეტსაწინააღმდეგო დაცვის სისტემის გადალახვას შეძლებენ.

რუსეთის პრეზიდენტმა დააასტურა რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაიარაღების გეგმები — 2020 წლისთვის თანამედროვე იარაღების რაოდენობა რუსულ არმიაში 70%-მდე უნდა გაიზარდოს, ზოგიერთ შემთხვევაში კი სრული 100%-ით.

"ეს ნამდვილად სერიოზული მაჩვენებელია. ვფიქრობ, რომ თავდაცვის ინდუსტრიის მწარმოებელი კომპლექსები, სამეცნიერო და კონსტრუქციული ცენტრები ძალებს არ დაზოგავენ დასახული გეგმების დროულად და ხარისხიანად შესრულებაში", — განაცხადა პუტინმა ფორუმზე "არმია-2015" სიტყვით გამოსვლისას.

პუტინმა დაამატა, რომ რუსული იარაღი და ტექნიკა საკმაოდ მოთხოვნადი რჩება შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე. მათზე შეკვეთები წლების წინსწრებითაა დაგეგმილი.

"განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო, რმ ჩვენი იარაღი და ტექნიკა ისევ საკმაოდ მოთხოვნადია შეიარაღების მსოფლიო ბაზარზე. ბოლო წლებში მათზე მოთხოვნა სტაბილურია, ხოლო შეკვეთები წლების წინსწრებითაა გაწერილი", — განაცხადა მან.

პირველი საერთაშორისო სამხედრო-ტექნიკური ფორუმი "არმია-2015" 16-19 ივნისს მოკოვის გარეუბან კუბინკაში მიმდინარეობს. მასში მონაწილეობას მიიღებს 20-ზე მეტი უცხოური კომპანია. ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპოზიცია ბელორუსიის კომპანიამ წარმოადგინა. სამხედრო-ტექნიკური დანიშნულების პროდუქციას ასევე წარმოადგენენ ჩინეთი, გერმანია, საფრანგეთი, ქუვეითი, სამხრეთ კორეა და სხვა ქვეყნები, იუწყება რუსეთის ტავდაცვის სამინისტრო.

ყველა ახალი ამბავი
0