ჟანა ფრისკე კლიპებში, კინოსა და ცხოვრებაში

გამოწერა
ფრისკე დიდი ხნის მანძილზე ებრძოდა საშნელ დაავადებას - თავის ტვინის კიბოს. 2014 წლიდან, როდესაც მისი მეუღლის, ტელეამყვანი დიმიტრი შეპელიოვის ოფიციალური განცხადების საშუალებით ფართო საზოგადოებამ შეიტყო მისი მდგომარეობის შესახებ, დაიწყო სამკურნალო რესურსების შეგროვება.

ფრისკე დიდი ხნის მანძილზე ებრძოდა საშნელ დაავადებას — თავის ტვინის კიბოს. 2014 წლიდან, როდესაც მისი მეუღლის, ტელეამყვანი დიმიტრი შეპელიოვის ოფიციალური განცხადების საშუალებით ფართო საზოგადოებამ შეიტყო მისი მდგომარეობის შესახებ, დაიწყო სამკურნალო რესურსების შეგროვება.

შეგროვდა დაახლოებით 68 მილიონი რუბლი — მეტი, ვიდრე მკურნალობის ხარჯი. თანხის ნაწილი ფრისკემ გადაურიცხა ბავშვებს ონკოლოგიური დაავადებებით.

კოლეგები და მეგობრები გლოვობენ არტისტს, რომელიც 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. ერთ-ერთი პირველთაგანი, ვინც თანაგრძნობა გამოხატა, პროდუსერი მაქსიმ ფადეევი იყო.

"რათქმაუნდა, ცხოვრება მთავრდება. თუმცა ძალიან ადრე დამთავრდა. ის იყო კეთილი, გულსწრფელი და ძლიერი ადამიანი. ღმერთო ჩემო, როგორ ვწუხვარ შენს გამო, ჟანა. დარწმუნებული ვარ, შენ მანდ კიდევ უფრო ბედნიერი იქნები. და სიღერასაც განაგრძობ. კეთილი მგზავრობა", — ტელეწამყვანმა დაწერა საკუთარ მიკრობლოგზე Twitter-ში.

ჟანა ფრისკე ცნობილი გახდა 1996 წლიდან ქალთა გუნდში სახელწოდებით "Блестящие" მონაწილეობით. 2003 წელს მან წარმატებული სოლო კარიერა დაიწყო. არტისტი ასევე მონაწილეობდა ფილმებში "ღამის გუშაგი" (Ночной дозор), "დღის გუშაგი (Дневной дозор) და "რაზე საუბრობენ მამაკაცები" (О чем говорят мужчины). 2013 წლის აპრილში მომღერალს და მის მეუღლეს, დიმიტრი შეპელიოვს მაიამიში ყოფნისას შეეძინათ ვაჟი, სახელად პლატონი.

სიცოცხლის ბოლო 3 თვე მან კომაში გაატარა, განაცხადა მომღერლის მამამ ვლადიმერ ფრისკემ რადიოს ეთერში "კომსომოლსკაია პრავდა". ჟანა ფრისკეს გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია 16 ივნისის ღამეს მედიის საშუალებით გავრცელდა. პანაშვიდისა და დაკრძალვის დრო და ადგილი ჯერჯერობით უცნობია.

ყველა ახალი ამბავი
0