19:41 21 ოქტომბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0921
  • 100 RUB4.1098
  • USD2.6972
ვიდეო

რადასთან მომიტინგეები "იაცენიუკის შეჩერებას" და ვალების დაბრუნებას ითხოვდნენ

მოკლე ბმულის მიღება
401
© video: Ruptly .

3000-მდე ადამიანი შეიკრიბა მიტინგზე უზენაეს რადასთან უკრაინის პრემიერ-მინისტრის არსენ იაცენიუკის გადაყენებისა და ხელფასებისა და პენსიების ინდექსაციის მოთხოვნით. მომიტინგეებს შორის იყვნენ პროფკავშირების წარმომადგენლებიც,  ორგანიზაცია "ფინანსური მაიდანის" აქტივისტები და ადამიანები, რომლებიც არსენ იაცენიუკის გადაყენებას ითხოვდნენ.

მიტინგზე გამოსვლისას, უკრაინის პარლამენტის დეპუტატი და პეტრო პოროშენკოს ბლოკის წარმომადგენელი სერგეი კაპლინი მილიონობით უკრაინელის თითოეულ საოლქო ადმინისტრაციასთან გამოყვანით იმუქრებოდა, თუ არსენ იაცენიუკი არ დატოვებს თანამდებობას.

"ჩვენ უბრალოდ გავთიშავთ უკრაინას, გავთიშავთ მის ეკონომიკას, მოვწყვეტთ რეალურ ცხოვრებას იქამდე, სანამ იაცენიუკი პირადად არ მოიტანს აქ საკუთარი კაბინეტის გასაღებს", — დაამატა დეპუტატმა.

გარდა ამისა, რადის შესასვლთან "ფინანსური მაიდანის" აქტივისტებმა ქალის სკულპტურა მიიტანეს. მას პირზე აკრული ქონდა ლენტი წარწერით "კორუფცია", ხელში კი უკრაინის კონსტიტუცია ეჭირა, რომელზეც მიმაგრებული იყო პლაკატი წარწერით: "1558-1 — ჩემი კანონი. დინანსური მაიდანი".

თემაზე

მედვედევს ყირიმში სანაყინე და ვარდის მურაბა აჩვენეს
წყალდიდობის შემდეგ თბილისის დასახმარებლად ათასობით ადამიანი გამოვიდა
წყალდიდობის შემდეგ ნაგვით ჩახერგილი გზა თბილისელებმა ხელით გაწმინდეს
თბილისში ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

მეტი ვიდეო

მთავარი თემები