წყალდიდობის შემდეგ ნაგვით ჩახერგილი გზა თბილისელებმა ხელით გაწმინდეს

გამოწერა
თბილისში წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთა სამძებრო სამუშაოები და დასუფთავება გრძელდება. შედეგების ლიკვიდაციისთვის მთავრობა ტექნიკას ამატებს და, სწორედ ამიტომ, ქალაქის მაცხოვრებლებს თხოვნით მიმართავს, შეიკავონ თავი ქალაქში ავტომანქანით გადაადგილებისგან, რათა მაშველებს და სპეციალისტებს დაბრკოლება არ შეექმნათ.

"მიმდინარეობს დასუფთავება და სამძებრო სამუშაოები, ინფრასტრუქტურისა და საკომუნკაციო სისტემის აღდგენა. ვიმედოვნებთ, რომ დღეს ქალაქში რამდენიმე მაგისტრალს გავხსნით", — ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მეთაურმა მინდია ჯანელიძემ. 

ძლიერი წვიმა სეტყვისა და ქარის თანხლებით თბილისში კვირას, 14 ივნისს ღამით იყო. სტიქიის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ინფრასტრუქტურა. ოფიციალური მონაცემებით, უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა 13 ადამიანი, თუმცა მედია სხვა დაღუპულთა ცხედრების აღმოჩენის შესახებ განუწყვეტლივ იტყობინება. 20-ზე მეტი ადამიანი ჯერ კიდევ უგზოუკვლოდ დაკარგულად ითვლება, დაახლოებით 40 ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა. განადგურდა ზოოპარკი, რომლიდანაც 30-ზე მეტი მტაცებელი ცხოველი გაიქცა. სტიქიისგან მიყენებული ზარალი დაახლოებით 100 მილიონ დოლარს შეადგენს.

როგორც საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში აცხადებენ, დამანგრეველი წყალდიდობა უხვმა ნალექმა გამოიწვია, რასაც თბილისის გარეუბანში მეწყრული პროცესები და მდინარე ვერეს დროებითი გადაკეტვა მოჰყვა, ამის გამოც კი წყლის დონემ აიწია და დედაქალაქის ცენტრს თავს დაატყდა. 

ყველა ახალი ამბავი
0