03:28 24 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ვიდეო

პოროშენკომ სააკაშვილს გუბერნატორის პოსტზე პირველი ნაბიჯები მოუწონა

მოკლე ბმულის მიღება
501
© Ruptly.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ შეხვედრა გამართა კიევში ოდესის ოლქის გუბერნატორთან მიხეილ სააკაშვილთან. პოროშენკომ გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილის პირველ ინიციატივებს მხარი დაუჭირა და იმედი გამოტქვა, რომ მთავრობაც გაამართლებს.

"მე ვხედავ რაიონული ადმინისტრაციის მეთაურის პოზიციაზე საკონკურსო ნაკრების საკითხებში თქვენს პირველ ინიციატივებს და მე ეს მომწონს. სიამოვნებით ვუჭერ მხარს ამას და ეჭვი არ მეპარება, რომ ამ ინიციატივებს მთავრობაც მხარს დაუჭერს", – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

სააკაშვილმა შაბათს, 30 მაისს განაცხადა საკუთარი მიზნის შესახებ, გამოაცხადოს კონკურსი რეგიონის რაიონული ადმინისტრაციების მეთაურების ვაკანტურ პოზიციებზე.

"ჩვენ ყველგან გამოვაცხადებთ კონკურსებს, ნამდვილ კონკურსებს, მე მინდა, რომ მოვიდეს ბევრი ახალი მოწესრიგებული ადამიანი, მოვიდეს ბევრი ახალგაზრდა, ადმინისტრაციულ პოზიციებზე, ყველა ადმინისტრაციის მეთაურის პოზიციაზე, მილიციაში, პროკურატურაში", – განაცხადა სააკაშვილმა.

შაბათს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა, ასევე სააკაშვილის ოდესის გუბერნატორად დანიშვნის ბრძანება გასცა და ის ოდესის მაღალჩინოსნებს წარუდგინა.

თემაზე

625 000 ევროდ შეფასებული გრაფიტი: ბენკსის სტრიტ–არტის შედევრი აუქციონზე გაიყიდა
პარიზში ხელოვნების ხიდს ასობით ათასი "სიყვარულის ბოქლომისგან" წმენდენ
სოჭში ავიაშოუზე მფრინავებმა ჰაერში გული დახატეს
სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორად მუშაობასთან დაკავშირებით ისაუბრა

მეტი ვიდეო

მთავარი თემები