09:54 17 აგვისტო 2017
პირდაპირი ეთერი
ვიდეო

625 000 ევროდ შეფასებული გრაფიტი: ბენკსის სტრიტ–არტის შედევრი აუქციონზე გაიყიდა

მოკლე ბმულის მიღება
5101
© Ruptly.

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი, თუმცა ინკოგნიტო, გრაფიტის მხატვრის, ბენსკის ერთ–ერთი ნამუშევარი "მდუმარე უმრავლესობა" პარიზში, Drouot–ის აუქციონზე გაიყიდა. სურათის ფასმა 625 000 ევრო შეადგინა. "მდუმარე უმრავლესობა" ბენსკის ერთ–ერთი ადრეული ნამუშევარია, რომელიც ქუჩის სხვა მხატვართან, ინკისთან ერთად შექმნა. ნახატი 1998 წელს, "გლასტონბერის" ფესტივალის დროს დახატეს 10 მეტრის სიგძის სატვირთო ფურგონის ძარაზე. 

"ბენკსიმ მკითხა, შეიძლებოდა თუ არა ჩვენი სატვირთოს ერთი მხარის დიდ სახატავ ტილოდ გამოყენება. "მდუმარე უმრავლესობის" ჭეშმარიტი არსი იმაში მდგომარეობს, რომ იმ დროის რეივ–წვეულებების აპოგეა და ჰიპ–ჰოპ–სცენები ყოფილიყო დახატული", – მოჰყავთ მოხატული ავტომობილის მფლობელის სიტყვები აუქციონის ორგანიზატორებს.  

ავტომანქანის ძარაზე გამოსახულია რამდენიმე ადამიანი, რომელთაც შეტევაზე წასული ჯარისკაცებივით აცვიათ. მათ თან აქვთ ყვითელი გასაბერი ნავი, რომელშიც ზის დიჯეი ხელში მუსიკალური რეპროდუქტორის პულტით. ჰაერიდან კი მათ რამდენიმე ვერტმფრენი ეხმარება. 

ბენკსი მსოფლიო სტრიტ–არტის ერთ–ერთი ყველაზე კაშკაშა წარმომადგენელია. ის ცნობილია იმით, რომ არ აანონსებს საკუთარი ნამუშევრების გამოჩენას. ძალიან ცოტამ თუ იცის, როგორ გამოიყურება ბენკსი. მისი პიროვნება კი საერთოდ დაუდგენელია. 

თემაზე

პარიზში ხელოვნების ხიდს ასობით ათასი "სიყვარულის ბოქლომისგან" წმენდენ
სოჭში ავიაშოუზე მფრინავებმა ჰაერში გული დახატეს
სააკაშვილმა ოდესის გუბერნატორად მუშაობასთან დაკავშირებით ისაუბრა
იტალიელი გვარად პუტინი არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

მეტი ვიდეო

მთავარი თემები