მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პარიზში ხელოვნების ხიდს ასობით ათასი "სიყვარულის ბოქლომისგან" წმენდენ

გამოწერა
პარიზის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, გაწმინდოს საფრანგეთის დედაქალაქის სტუმრებისათვის საყვარელი პოპულარული ადგილი – ხელოვნების ხიდი – "სიყვარულის ბოქლომებისგან".

პარიზის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, გაწმინდოს საფრანგეთის დედაქალაქის სტუმრებისათვის საყვარელი პოპულარული ადგილი – ხელოვნების ხიდი – "სიყვარულის ბოქლომებისგან".

საქალაქო სამსახურებმა 1 ივნისიდან ბოქლომების მოხსნა დაიწყეს, რაზეც დაახლოებით 1 კვირა დაჭირდებათ.

ტურისტებმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ სიყვარულის სიმბოლოს დატვირთვის მქონე ბოქლომების დამაგრება ხიდზე 2008 წელს დაიწყეს. დაახლოებით 700 000 ბოქლომის წონა, ზოგიერთი გამოთვლით, 20 სპილოს წონას უტოლდება, რაც ხიდისთვის საფრთხეს წარმოადგენს. შესაძლოა, შემოდგომიდან ხიდის მოაჯირებთან მინის ზღუდეები გააკეთონ, სტუმრებმა რომ კვლავ არ დაკიდონ ახალი ბოქლომები.

2014 წლის ზაფხულში ხელოვნების ხიდის ნაწილი ბოქლომების წონის გამო ჩამოინგრა, 2,4 მეტრის სიგრძის მოაჯირმა დატვირთვას ვერ გაუძლო და ჩამოვარდა. ინციდენტის გამო ხიდზე მოძრაობა გარკვეული პერიოდით შეზღუდული იყო.

რამდენიმე წლის წინ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ხიდი გაწმინდა, თუმცა მალევე გაჩნდა ახალი ბოქლომები.

ხელოვნების ხიდი მდინარე სენაზე ნაპოლეონის ბრძანებით აშენდა და გაიხსნა 1804 წელს. ის ერთმანეთთან აკავშირებს ლუვრის მუზეუმსა და საფრანგეთის ინსტიტუტს, მისი სიგრძეა 155 მეტრი. პირველი და მეორე მსოფლიო ომების დროს ხიდი ძლიერ დაზიანდა აფეთქებებისგან. 1979 წელს ხიდს ბარჟა დაეჯახა და ნამსხვრევებად აქცია. 1984 წელს ხელოვნების ხიდი რეკონსტრუქციის შემდეგ კვლავ გახსნეს.

ყველა ახალი ამბავი
0