ნეტარი ვასილის სახელობის ტაძარი რუსეთში - Sputnik საქართველო
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
ახალი და საინტერესო ამბები რუსეთის, რუსული შოუბიზნესის, უცნაური მოვლენებისა და სახალისო შემთხვევების შესახებ, წაიკითხეთ „Sputnik საქართველოს“ ვებგვერდზე.

რუსეთის გეოგრაფიის სასკოლო სახელმძღვანელოებში ათასობით შეცდომა აღმოაჩინეს

CC0 / Pixabay / ბავშვები წიგნს კითხულობენ
ბავშვები წიგნს კითხულობენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
მე-7 კლასის სახელმძღვანელოს მიხედვით, გამოდის, რომ დედამიწაზე სულ 675 მლნ კაცი ცხოვრობს. ამ რაოდენობის მოსახლეობა კი პლანეტაზე, როგორც ამას გაეროს მონაცემები მოწმობს, მე-18 საუკუნეში იყო.

თბილისი, 23 მაისი — Sputnik. რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების ექსპერტებმა გეოგრაფიის სასკოლო სახელმძღვანელოებში ორი საუკუნის წინანდელი მონაცემები აღმოაჩინეს. ამის თაობაზე საზოგადოების პრეზიდენტმა, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა. 

წიგნები - Sputnik საქართველო
რამდენს აიწონის პირველი კლასის სახელმძღვანელოები

შოიგუმ მაგალითად მე-7 კლასის სახელმძღვანელო მოიყვანა, სადაც მითითებულია, რომ ჩრდილოეთ ევროპის მოსახლეობა 27 მლნ ადამიანს უდრის და პლანეტის მოსახლეობის 7%-ს შეადგენს. ამ მონაცემების მიხედვით, გამოდის, რომ დედამიწაზე სულ რაღაც 675 მლნ კაცი ცხოვრობს. ამ რაოდენობის მოსახლეობა კი პლანეტაზე, როგორც ამას გაეროს მონაცემები მოწმობს, მე-18 საუკუნეში იყო.

„ამ რიცხვებით თუ ვიმსჯელეთ, შემიძლია მხოლოდ ვივარაუდო, რომ ეს მონაცემები ეკატერინე მეორის დროინდელი სახელმძღვანელოდანაა აღებული, რომლითაც დაუვიწყარი მიტროფანუშკა პროსტაკოვი სწავლობდა“, — აცხადებს შოიგუ.

მინისტრის თქმით, თანამედროვე სახელმძღვანელოები „აბსოლუტურად არათანამედროვე და უინტერესოა“. 

შოიგუს აზრით, სკოლებში აუცილებლად უნდა გაიზარდოს გეოგრაფიის გაკვეთილების რაოდენობა, გარდა ამისა, ეს საგანი აუცილებლად უნდა შევიდეს ერთიანი სახელმწიფო გამოცდების ნუსხაში.

მისი თქმით, „გეოგრაფიის სწავლების დონე რუსეთში არ არის საკმარისი სახელმწიფოებრივი ამოცანების გადასაჭრელად“.

ყველა ახალი ამბავი
0