ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით),  ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.  ბოლო მონაცემებით,  ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმით დაახლოებით 300 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა. ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრებისთვის საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ ბიომეტრიული საზღვარგარეთის პასპორტი, სასტუმროს ჯავშანი ან ნათესავ–მეგობრების მისამართი, სამედიცინო დაზღვევა, ქვეყანაში ცხოვრებისთვის საჭირო თანხა და უკან დასაბრუნებელი ბილეთი. საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობის, ევროპაში ქართველი პოლიტიკოსების და საქართველოში ევროპელი პოლიტიკოსების ვიზიტების   შესახებ ახალ ამბებს გაეცანით „Sputnik საქართველოს“ ვებ-გვერდზე.



მასალები
პერიოდის არჩევა
კიდევ 20 მასალა
  • ერთი კვირა
  • ერთი თვე
  • ერთი წელი
  • ყველა
ყველა ახალი ამბავი
0