ჯგუფი Aerosmith-ი საქართველოში ევროპული ტურნეს Aero-Vederchi Baby! ფარგლებში ჩამოდის. ტურნე ისრაელიდან იწყება, შემდეგ ლეგენდარული მუსიკოსები კონცერტებს გამართავენ საქართველოში, რუსეთში, გერმანიაში, პოლონეთში, დანიაში, შვედეთში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, იტალიაში, პორტუგალიაში, ესპანეთსა და შვეიცარიაში. როკ-მუსიკოსები პირობას დებენ, რომ საქართველოში „შესანიშნავ ცოცხალ კონცერტს“ გამართავენ