85%-ით ნაკლები: რუსეთის რამდენი მოქალაქე ეწვია საქართველოს მარტში

© Sputnik / Alexander Imedashviliტურისტები პირბადეებით
ტურისტები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2021
გამოწერა
ყველაზე მეტი ვიზიტი საქართველოში 2021 წლის მარტში განხორციელდა სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და უკრაინიდან.

თბილისი, 8 აპრილი – Sputnik. რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც 2021 წლის მარტში საქართველოს ეწვივნენ, გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით 85%-ით შემცირდა, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული სააგენტოს სტატისტიკურ მონაცემებში.

ტურისტები - Sputnik საქართველო, 1920, 08.04.2021
ტურიზმის სფერო კატასტროფის ზღვარზეა – სტატისტიკური მონაცემები

საქართველოს საზღვრები 2020 წლის მარტიდან პანდემიის გამო ჩაიკეტა და ახლაც ნაწილობრივ ჩაკეტილია. მიმდინარე წლის 1 თებერვლიდან ხელისუფლებამ საჰაერო საზღვრები გახსნა და ეტაპობრივად გააფართოვა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებს ქვეყანაში სტუმრობა ხანგრძლივი სავალდებულო კარანტინის გარეშე შეუძლიათ.

სააგენტოს მონაცემებში აღნიშნულია, რომ საქართველოს რუსეთიდან მარტში 4.703 ადამიანი ეწვია, მაშინ, როდესაც ეს რიცხვი 2020 წლის მარტში 32.981 იყო, ხოლო 2019 წლის მარტში – 98.480.

შესაბამისად, ვიზიტორთა რაოდენობა მიმდინარე წლის მარტში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 85,7%-ით შემცირდა, ხოლო 2019 წლის მარტთან შედარებით – 95,2%-ით.

შიდა ტურიზმი და საქართველო: „საქსტატი“ მონაცემებს აქვეყნებს>>

მარტში ყველაზე მეტი ვიზიტი საქართველოში განხორციელდა სომხეთიდან – 5.656, აზერბაიჯანიდან – 4.226, უკრაინიდან – 3.115, აღნიშნავენ სააგენტოში.

ყველა ახალი ამბავი
0