საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში წამყვან ტუროპერატორებს შეხვდა

© courtesy of Miho Neimanბაქო
ბაქო - Sputnik საქართველო, 1920, 17.03.2021
გამოწერა
ელჩმა ისაუბრა ახალ წესებზე, რომლებიც საქართველოში შემომსვლელი უცხოელების, მათ შორის აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის შემოიღეს.

თბილისი, 17 მარტი – Sputnik. ბაქო–თბილისის ავიამიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით საქართველოს ელჩი აზერბაიჯანში ზურაბ პატარაძე რესპუბლიკის წამყვან ტუროპერატორებს შეხვდა.

საელჩოს ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის სახელმწიფო ავიახაზების AZAL დეპარტამენტის უფროსი ნიაზი ჰასანოვი, აზერბაიჯანის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის დირექტორი სევინჯ ზეინალი და ტურისტული სააგენტოების ასოციაციის თავმჯდომარე რუფატ ჰაჯიევი.

მედიკოსები - Sputnik საქართველო, 1920, 15.03.2021
აზერბაიჯანში ინფიცირებულთა რაოდენობამ 240 ათასს გადააჭარბა

საქართველოს ელჩმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ტურიზმის სფეროში არსებულ სიტუაციაზე. როგორც მან აღნიშნა, კორონავირუსის პანდემიამ როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში მძიმე დარტყმა მიაყენა აღნიშნულ სექტორს, თუმცა ბოლო პერიოდში საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარება აღნიშნული სფეროს ამოქმედების საშუალებას იძლევა. უკვე გაიხსნა ზამთრის სამთო-სათხილამურო კურორტები, ასევე ამუშავდა სასტუმრო და სარესტორნო ბიზნესი.

ზურაბ პატარაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოში უკვე შემოტანილია COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია და 15 მარტს წარმატებით დაიწყო ვაქცინაციის პირველი ეტაპი.

დიპლომატმა სტუმრებს უამბო სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით ფრენების აღდგენის და იმ ახალი წესების შესახებ, რომლებიც საქართველოში შემომსვლელი უცხოელების, მათ შორის აზერბაიჯანის მოქალაქეებისთვის შემოიღეს.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის სახელმწიფო ავიახაზების წარმომადგენელმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო ბაქო–თბილისი–ბაქო ავიარეისის ფრენის განრიგი, აგრეთვე ბაქოს საერთაშორისო აეროპორტსა და თვითმფრინავის ბორტზე დაწესებული რეგულაციები. 

 

ყველა ახალი ამბავი
0