რამდენი სასტუმრო წყალტუბოში აკმაყოფილებს ეპიდემიოლოგების მოთხოვნებს

© photo: Sputnikწყალტუბოს ბალნეოლოგიური კურორტი
წყალტუბოს ბალნეოლოგიური კურორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წყალტუბოში არსებული სასტუმროები საერთაშორისო ვიზიტორებს იღებდნენ უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და პოლონეთიდან

თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. წყალტუბოში სასტუმროების რაოდენობა, რომლებიც პოსტ პანდემიურ მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებენ, 13-მდე გაიზარდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ეკატერინე ტიკარაძე - Sputnik საქართველო
ტიკარაძე: საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღის რისკი არ არის

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში აღნიშნული სასტუმროების მეპატრონეებს შეხვდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის რეგიონის უფროსი გოჩა გიორგიძე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამების რეგიონალური მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კოტე გვეტაძე. შეხვედრას ესწრებოდა მერის მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი.

სასტუმროების წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ გააცნეს კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებები და საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის სავალდებულო რეგულაციები.

წყალტუბოში არსებული სასტუმროები საერთაშორისო ვიზიტორებს იღებდნენ უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან და პოლონეთიდან.

საქართველოს ტურისტული ინდუსტრიისთვის კორონავირუსის გავრცელების აღსაკვეთად აუცილებელი გახდა სავალდებულო ნორმატივების დაწესება. ეს ნორმები მოიცავს სოციალური დისტანციის დაცვას, დეზინფექციას, სივრცეების დალაგების ახალ წესებს და სხვა მოთხოვნებს.

კაფე - Sputnik საქართველო
შემოსავლიანი ვიზიტორები საზღვარს უპრობლემოდ გადმოკვეთენ: მთავრობის ახალი ინიციატივა

როგორც პანდემიის გამო დაკეტილი სხვა ობიექტებისთვის, სასტუმრო სექტორისთვისაც მუშაობის ახალი წესები შემუშავდა. კერძოდ, ტურისტებს სასტუმროში გადაადგილება პირბადეებით მოუწევთ, ასევე სოციალური დისტანციის დაცვით. რესტორნებში, მათ შორის, სასტუმროების რესტორნებში მაგიდებს შორის ორმეტრიანი დისტანცია უნდა იყოს, ხოლო ერთ მაგიდასთან ექვს ადამიანზე მეტი არ უნდა იჯდეს.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება კვების ობიექტების მდგომარეობაზე, ასევე ნომრების დალაგების, აუზების გაწმენდისა და სხვა სპეციფიკაზე.

ყველა სასტუმრომ, რომელსაც მუშაობის გაგრძელება სურს, უნდა დაიცვას დამტკიცებული რეკომენდაციები და ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირდეს, შემდეგ კი შრომის ინსპექციის შემოწმება გაიაროს.

ინსპექტირების გავლის შემდეგ სასტუმროების შესახებ ინფორმაციის განახლება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემთა ბაზაში ხდება.

ყველა ახალი ამბავი
0